სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/4565asd8erfa6sf65adsgfsdgsdg.jpg

კულტურის სამსახურის მუშაობა დადებითად შეფასდა

 

 7 ივნისის საკრებულოს სხდომაზე, საკრებულოს წევრებს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, საკრებულოს თავმჯდომარემ, მანანა ბარბაქაძემ გააცნო.

საკრებულოს სხდომას მერის პირველი მოადგილე , ვარლამ ჭიპაშვილი და მოადგილე დავით დევდარიანი ესწრებოდნენ. 

  საკრებულოზე მერიის  კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ანგარიში  ამავე სამსახურის უფროსმა ირინე ჩხეიძემ წარმოადგინა და მოკლედ მიმოიხილა ის კულტურული ხასიათის აქტივობები, რომელსაც კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანებაში შემავალი აიპები უახლოეს მომავალში განახორციელებენ.

ხარაგაულის თეატრი იმერეთის თეატრალური ფესტივლისთვის ემზადება, რომელიც გასულ წელს ღია სივრცეში, ამჯერად კი დარბაზში, რეგულაციების სრული დაცვით ჩატარდება. 19 ივნისს იმერეთის თეატრალურ ფესიტივალზე სახალხო თეატრების ჩვენებას ხარაგაულის თეატრი თანამედროვე კლასიკოსის რეზო კლდიაშვილის სევდანარევი კომედიით ,,იმერული რექვიემი,, გახსნის.

რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრი 19-20 ივნისს სამხატვრო - მუსიკალურ პლენერს გამართავს.

რეზო ლაღიძის 120 წლისთავისადმი ემზადება შ. ბუაჩიძის სახელობის სამუსიკო სკოლა.

პანდემიის გამო ა(ა)იპ სპორტისა და ტურიზმის ცენტრის ღონისძიებები ღია სივრცეში იმართება. ,,მართალია ეს პანდემიით გამოწვეული რეგულაციების გამო ხდება , მაგრამ გარემოს ძალიან მოუხდა და იმედია ეს პრაქტიკა ჩვენთან ნელ-ნელა დამკვირდება“ - აღნიშნავს ირინე ჩხეიძე.

 ირინე ჩხეიძემ აქცენტები კულტურულ აქტივობებზე და იმ პრობლემატურ და აქტუალურ საკითხებზე გააკეთა, რომელიც კულტურულ დაწესებულებებს ეხება.

ირინე ჩხეიძე: ,,ისტორიული მუზეუმი, გაცილებით მეტს გვთავაზობს, ვიდრე მხარის მუზეუმი ის უახლოეს მომავალში თავისუფლად შეიძლება გარდაიქმნას  თანამედროვე ხელოვნების მუზეუმად, და ჩვენ ამის მომსწრე ვიქნებით , პანდემიის  პერიოდში 150 ზე მეტი მხატვრული ტილო შემოვიდა  , მათ შორის ავთო ვარაზის  შემოქმედებიდან, ეს ყველაფერი შენობის და სივრცის მომატებას მოითხოვს, რაც ვიზიტორებსაც მოიზიდავს.“

ირინე ჩხეიძემ ანგარიშის წარდგენისას კულტურის ცენტრის შენობის ფუნქციური დატვირთვაზე ისაუბრა და მასში თოჯინების თეატრისთვის დარბაზის გაკეთების იდეა გააჟღერა.

ასევე დღეს საკრებულომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის სახელმწიფო შესყიდვებისა და მატერიალურ- ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის დებულება დაამტკიცა.

საკითხი სხდომაზე მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა კახა გოლუბიანმა წარადგინა.

 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის  07  ივნისის  სხდომაზე შემდეგი საკითხები განიხილეს

  1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგზრდობის საქმეთა სამსახურის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში

                                                                                                        მომხს: ირინე ჩხეიძე

 

  1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 23 დეკემბრის N23 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2021 წლის ბიუჯეტის  დამტკიცების  შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

                                                                                            მომხს” ვლადიმერ გელაშვილი

 

      3.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო 2014 წლის 14 ივლისის  №17 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის

          დებულების დამტკიცების შესახებ“ცვლილების შეტანის თაობაზე

          მომხს: კახაბერ გოლუბიანი

  1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის N31 დადგენილებაში,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე,

          მომხს: კახაბერ გოლუბიანი

     5. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის სახელმწიფო შესყიდვებისა და მატერიალურ- ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

       მომხს: კახაბერ გოლუბიანი

  1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N19 დადგენილებაში „ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

     მომხს: კახაბერ გოლუბიანი

    7. თბილისი - სენაკი - ლესელიძის საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის E-60 ავტომაგისტრალის, ჩუმათელეთი-ხევის (ლოტი-F1) და ხევი უბისის (ლოტი-F2) მონაკვეთებზე სამშენებლო სამუშაოების განხორციელების მიზნით ხარაგაულის  მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სოფელ ხევში მდებარე - 1042 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზედ მდგარი შენობა-ნაგებობის (ს/კ 36.05.31.013), 500 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულ;ების მიწის ნაკვეთის და მასზედ მდგარი შენობა-ნაგებობის (ს/კ 36.05.34.026), 26 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ( ს/კ 36.05.31.940),

 სოფელ ბორითში მდებარე 373 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის

ნაკვეთის და მასზედ მდგარი შენობა-ნაგებობის (ს/კ 36.03.40.610)   და სოფელ საქასრიაში მდებარე  1908 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის(ს/კ36.03.35.117)

სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში  გადაცემის შესახებ

მომხს: ვარლამ ჭიპაშვილი

8. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სოფელ ბორითში მდებარე არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების 4149 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან (ს/კ 36.03.33.022),   2596 კვ.მ მისის ნაკვეთის სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში  გადაცემის შესახებ.

მომხს: ვარლამ ჭიპაშვილი

9. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სოფელ ხევში მდებარე სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების 100 კვმ. მიწის ნაკვეთის (ს/კ 36.05.33.288), სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ.

მომხს: ვარლამ ჭიპაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

ნანახია: 1214 - ჯერ