ხარაგაულის წყალარინების(კანალაზიცია) მასშტაბური პროექტის განხორციელება დაიწყო.
ხარაგაულის მერი , კობა ლურსმანაშვილი, პირველ მოადგილესთან, ვარლამ ჭიპაშვილთან ერთად მიმდინარე სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნო.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ამ ეტაპზე ხარაგაულში წყალარინების ცენტრალური სისტემის მოწესრიგება მიმდინარეობს, რასაც დაბის ტერიტორიაზე გზის მთლიანი საფარის რეაბილიტაცია და გაკეთება მოჰყვება.
კობა ლურსმანაშვილი:
,,ხარაგაული დიდი ხანია ელოდება წყალარინების სისტემის მოწესრიგებას. მოსახლეობა წლების განმავლობაში ითხოვდა ამ პროექტის განხორციელებას. თანამედროვე სტანდარტებით მოეწყობა გამწმენდი ნაგებობა და აღარც მდინარე და აღარც გარემო არ დაბინძურდება. მოსახლეობას, რასაც დავპირდით ყველაფერს ვაკეთებთ , მათ შორის ფაქტია კეთდება წყალარინებაც და აქტიურად ხორციელდება ხარაგაულის 24 საათიანი წყალმომარაგების პროექტი, ორივე საკითხი დაბა ხარაგაულის მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გახლდათ.“
პროექტის მეორე ეტაპი გამწმენდი ნაგებობის, კოლექტორის და შიდა ქსელების მოწესრიგება იქნება. პირველი ეტაპით გათვალიწინებული სამუშაოები დაფინანსებულია და ვადებში დასრულდება.
სამუშაოებს ფირმა ,,მაილი კონტრაქშენი“ აწარმოებს.
პროექტის ფარგლებში, პირველ ეტაპზე მილიონ 800 ათასი ლარი დაიხარჯება.