სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0890.JPG

მხატვრობისა და მუსიკის სინთეზი - პლენერი „გამა“ საზეიმო ვითარებაში დაიხურა

დღეიდან, საინტერესო, ახალი, იმერული მოტივებით სავსე 23 მხატვრული ტილო თეატრის ფონდს შეემატება.

მხატვრებმა გედსამანიის, ბჟინევის, ვერტვიჭალის, ხუნევის და ვერტყვილის სოფლის ხედები მოხატეს.

ქალბატონმა იზა ვეფხვაძემ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ხარაგაულის მერს, კობა ლურსმანაშვილს და საკრებულოს თავმჯდომარეს მანანა ბარბაქაძეს მხარდაჭერისთვის. ,,ჩვენ კულტურის სფეროს წარმომადგენლებს, ხარაგაულის მერისგან, ისევე როგორც საკრებულს თავმჯდომარისგან გვაქვს განსაკუთრებული მხარდაჭერა. ჩვენ, ყველა, ერთად, როგორც ერთი გუნდი ვქმნით ამ დღესასწაულს, და რომ არა ეს ხელშეწყობა, ეს ტრადიცია დაირღვევა. ყველას დიდი მადლობა ვინც გვერდით უდგას ლიტერატურულ თეატრს”- განაცხადა იზა ვეფხვაძემ საზეიმო დახურვაზე.

კობა ლურსმანაშვილი - ,, ეს არის პროექტი, რომელსაც წლიდან წლამდე ელოდება ხარაგაული, დღეს ხარაგაული მასპინძლობს ამ შესანიშნავ ღონისძიებას, მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ მობრძანებულ სტუმარს, ვეცდებით ხარაგაული ღირსეული მასპინძელი იყოს. ჩვენ ბევრი წარმატებული და ღირსეული ადამიანი გვყავს, რომლებიც ხარაგაულს წარმოაჩენენ. მთავარია, ხარაგაულელებმა მაქსიმალურად ვეცადოთ ერთმანეთს დავუდგეთ გვერდით, გავერთიანდეთ, იმისთვის, რომ ყველას ერთად დავანახოთ ჩვენი სიყვარულის ზეიმი. მოდით ყველამ ერთად ვისაზრდოოთ ქალბატონი იზას სიტყვებით ,,მე თქვენ მიყვარხართ.“

სამხატვრო - მუსიკალური პლენერი ასევე იქცა ქართულ-ებრაული მეგობრობის დღესასწაულად.

უკვე წლებია პლენერის ორგანიზებაში ხარაგაულის მერიასთან ერთად მონაწილეობას იღებს ქალაქ ხაიფის ყოფილი მთავარი არქიტექტორი, ბიზნესმენი და მეცენატი წლების განმავლობაში პლენერის დიდი მოამაგე, პაატა იოსებაშვილი.

ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა და მერის თანაშემწემ, ჟანა ნემსაძემ ხარაგაულის სიყვარულის და მეგობრობისთვის, მეგობრობის სიგელი და საჩუქრები გადასცეს ბიზნესმენსა და მეცენატს, წლების განმავლობაში პლენერის დიდ მოამაგეს, პაატა იოსებაშვილს, ქალბატონ მაია ჯანანაშვილს და მწერალ იზოლდა მოშიაშვილს.

თითოეული სტუმარის მიმართ ხარაგაულის მერიის, საკრებულოს, დეპუტატის ბიუროს სახელით, განსაკუთრებული ყურადღება იქნა გამოხატული.

ხარაგაულის მერიის ინიციატივით ბავშვთა ზრუნვის და მხარდაჭერის გამოხატვის მიზნით, პლენერის ფარგლებში მხარტვარმა ალექსანდრე ციხელაშვილმა სამი და თათია, თინანო და თეკლა ჭყოიძეები დახატა.

ქალბატონმა იზა ვეფხვაძემ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა რესტორან ,,მარანის“ მფლობელს , პაატა ჭიპაშვილს, რომელმაც თეატრს სამუზეუმო სივრცე დაუთმო და მასპინძლობა გაუწია.

საზეიმო დახურვის დასასრულს სპეციალურად ,,გამასთვის“ დაწერილი ჰიმნი შესრულდა და პლენერის დროშაც დაეშვა.

ხარაგაული, უკვე ტრადიციად ქცეულ სამხატვრო პლენერს, რომელიც მეგობრობის და სიყვარულის ზეიმად იქცა, ერთი წლით დაემშვიდობა.

 

ნანახია: 1326 - ჯერ