სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/fghmcbnm_1%20(1).jpg

23 ივნისს მიზანში სროლის ჩემპიონატი გაიმართება

23 ივნისს ხარაგაულში საერთაშორიო ოლიმპიური დღე აღინიშნება.

ხარაგაულის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ტირში (მიზანში სროლა), მოყვარულებს შორის,  ჩემპიონატი კულტურისა და დასვენების პარკში 23 ივნისს, 13:00 საათზე, დაიწყება.

ტურნირში ის მონაწილე გაიმარჯვებს, რომელიც ყველაზე მეტ ქულას დააგროვებს. ერთნაირი ქულების შემთხვევაში დამატებითი ტური დაინიშნება.    

ინფორმაციას კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის წარმომადგენელი უჩა ცხადაძე გვაწვდის.

ჩემპიონატში მონაწილეობის მსურველებმა შეგიძლიათ დარეკოთ

ნომერზე 595 51 98 26.

 

ნანახია: 1361 - ჯერ