სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0041.jpg

მერი მოსახლეობის გვერდით

ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი სოფელ საქარიქედის მაცხოვრებლებს შეხვდა.

სოფლად ნაგვის შემკრები ურნების განთავსება, გზის გრუნტოვანი ნაწილის მოხრეშვა და სოფლის წყლით მომარაგება - ეს ის სამი ძირითადი საკითხია, რომელზეც მერთან, კობა ლურსმანაშვილთან ,სოფელ საქარიქედის მაცხოვრებლებმა, კიცხის ადმინისტრაციულ ერთეულში,მერის წარმომადგენელთან,  პაატა ბერაძესთან, ერთად ისაუბრეს.

კობა ლურსმანაშვილი:,,წყლის პრობლემა სოფელ საქარიქედზე ყოველ ზაფხულს აწუხებს მოსახლეობას, რადგან არსებული წყლის სიტემა, წყლის დებეტის რაოდენობიდან გამომდინარე, მოსახლეობის მზარდი ინტერესის დაკმაყოფილებას ვერ უზრუნველყოფს, ამიტომ ჩვენს მოქალაქეებს იქ ზრუნვა უწევთ წყალი დამატებით  მოიძიონ სხვაგან და ძალიან წვალობენ.“

როგორც ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა განმარტა სოფლებში  წყლის სისტემების მართვა  ეტაპობივად ა(ა)იპ ,,დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანების“ განკარგვის ქვეშ გადავა.

კობა ლურსმანაშვილი: ,, დავალება მივეცი ა(ა)იპ ,,დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანების“  დირექტორს ბესო კვირიკაშვილს, უახლოეს დღეებში მოხდება წყლის იმ მარაგის დარეგულირება, რაც რეზერვუარში ჩაედინება,ჩვენ გამოვყოფთ ოფიციალურად თანამშრომელს , რომელიც ვალდებული იქნება,  გააკონტროლოს და აბსოლუტურად სამართლიანად მოხდეს სოფელზე  წყლის განაწილება.

მე აბსოლუტურად გაგებით ვეკიდები მოსახლეობის მოთხოვნებს წყალთან დაკავშირებით, მაგრამ სასმელი წყალი, რომელსაც ჩვენ ჭაბურღილიდან ვიღებთ, ვერ გაწვდება ასე ვთქვათ ბაღების რწყვას, ამიტომ ზაფხულში, უპირველს ყოვლისა ეს წყალი გამოყენებული უნდა იყოს როგორც სასმელი წყალი.

ვფიქრობ, ჩვენი ერთობლივი მუშაობა შედეგს გამოიღებს. ბოდიშს ვუხდით საქარიქედის და იგორეთის მოსახლეობას იმის გამო, რომ ისინი მუდმივად აყენებენ ამ საკითხს და ეს საქმე დღემდე მოწესრგებული არაა.  პირობა ვაძლევ, რომ დაიწყება პოზიტიური ნაბიჯების გადადგმა ამ მიმართულებით. და ეს საკითხი საქარიქედის მოსახლეობისთვის ერთხელს და სამუდამოდ დადებითად გადაწყდება“-აცხადებს ხარაგაულის მერი.

რაც შეეხება სოფლად ნაგვის შემკრები ურნების განთავსებას, როგორც ხარაგაულის მერმა განმარტა სოფელს  ახალი ურნები გადაეცემა, რომელსაც მომსახურებას გაუწევს ,,კეთილმოწყობისა და დასუფთავების გაერთიანება“,  რაც შესაძლებლობას მისცემს სოფელს  მყარი ნარჩენებისგან გათავისუფლდეს.

 მერმა შესაბამის სამსახურს დავალება მისცა, ასევე სოფელ საქარიქედის გზის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით.

კობა ლურსმანაშვილი: ,,გზის რეაბილიტაცია, ხანმოკლე დროში ვერ მოხერხდება, მას აქვს თავისი ვადები.შესყიდვების და ინფრასტრუქტურის სამსახურს მივეცი დავალება, რომ იმუშაონ და წარმოადგინონ პროექტი და ხარჯთაღრიცხვა, რომ ფინანსების გაჩენის შემთხვევაში ჩვენ მზად გვქონდეს პროექტები, რომ მათი ტენდერზე გატანა და მომსახურების შესყიდვა განვახორციელოთ.“

 

ნანახია: 1316 - ჯერ