სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/fuli.jpg

ერთჯერად ფინანსურ დახმარებაზე 51 განცხადება დაკმაყოფილდა

24 ივნისს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა  სოციალურად დაუცველი და მძიმე ეკონომიური პირობების მქონე მოქალაქეებზე მატერიალური დახმარების გაწევის მიზნით მუდმივმოქმედ კომისიის წევრებთან შეხვედრა გამართა.

კომისიის სხდომაზე ერთჯერად ფინანსურ დახმარებასთან დაკავშირებით მოქალაქეთა განცხადებები განიხილეს. განხილული 51 განცხადება, საერთო ჯამში,  8 850 ლარით დაფინანსდა.

როგორც მერის პირველმა მოადგილემ და სოციალურად დაუცველი და მძიმე ეკონომიური პირობების მქონე მოქალაქეებზე მატერიალური დახმარების გაწევის მიზნით მუდმივმოქმედ კომისიის თავმჯდომარემ, ვარლამ ჭიპაშვილმა აღნიშნა - „ინფორმაციას მოქალაქეთა სოციალური მდგომარეობის შესახებ  მერის წარმომადგენლები და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები გვაწვდიან, აქტიურად ვთანამშრომლობთ მათთან და  ობიექტურ გადაწყვეტილებებს ვიღებთ. მნიშვნელოვანი სიახლეა, რომ მუნიციპალიტეტის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა საკრებულოს,  ბიუჯეტში  ცვლილების ინიციატივით მიმართა. ცვლილების შემთხვევაში, ერთჯერად ფინანსურ დახმარებებზე დამატებით  30 000 ლარი გამოიყოფა.“

 

 

ნანახია: 1473 - ჯერ