სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_61.jpg

ზვარეში გზის რეაბილიტაცია აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს

პროექტის ღირებულება 640 ათასი ლარს შეადგენს. ბეტონის საფარი 1 500 მეტრიან მონაკვეთზე დაიგება. სამუშაოების მწარმოებელია შპს ,,ალპედე“. 

შპს ,,ალპედე“-ს წარმომადგენლისგან მიღებული ინფორმაციით, სოფელ ზვარეში გზის  მოსწორება-მოხრეშვა აქტიურად მიმდინარეობს , ხდება  გზის საფუძვლის საბეტონედ მომზადება.

მაჟორიტარი დეპუტატის , პაატა კვიჟინაძის და ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის ერთობლივი აქტიური მუშაობის შედეგად, მაღალმთიანი სოფლის სტატუსის მქონე ორ სოფელში ზვარესა და გედსამანიაში წელს მასშტაბური პროექტები განხორციელდება.

 წელს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა, მთის  განვითარების  ფონდიდან,  ყველაზე დიდი დაფინანსება, 650 ათასი ლარი მიიღო.

ნანახია: 1045 - ჯერ