სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/es_2.jpg

წყალარინების (კანალიზაციის) მასშტაბური პროექტი აქტიურ ფაზაშია

დაბა ხარაგაულში წყალარინების (კანალიზაციის) მასშტაბური პროექტის ფარგლებში, ქუჩების ეტაპობრივი დაქსელვა აქტიურ რეჟიმშია. ამჯერად სამუშაოები სოლომონ მეფის ქუჩაზე მიმდუინარეოსბ. პროექტის დამკვეთი - გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაა. სამუშაოებს  მშენებელი კომპანია „ჰიდრო ტექნიკური ჯგუფი“-ს ქვეკონტრაქტორი კომპანია ,,მაილიქონტრაქშენი“ აწარმოებს.  

  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, კობა ლურსმანაშვილი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ნებისმიერი სამუშაოს შესრულება მოსახლეობის ინტერესების დაცვით და გათვალისწინებით უნდა მოხდეს.

კობა ლურსმანაშვილი - ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი

„ხარაგაულისთვის ეს არის უპრეცენდენტო პროექტი, რადგან დაბაში კანალიზაციის სისტემა არასდროს ყოფილა. ფაქტობრივად, ერთად განხორციელდება 24 საათიანი წყალმომარაგების და წყალარინების პროექტი, რომელთა დასრულებასაც დაუყოვნებლივ მოყვება დაბაში ასფალტის საფარის გადაგება, რომელიც როგორც უკვე ვიცით, ძირულა-ხარაგაული-ჩუმათელეთის გზის მშენებლობის ფარგლებში განხორციელდება.“

საერთო  ჯამში,   აღნიშნული  სამუშაოების  განხორციელების  მიზნით,      1 890 360  ლარი  დაიხარჯება.

 

 

ნანახია: 1284 - ჯერ