სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0419.JPG

მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური სამსახურის მუშაობა დადებითად შეფასდა

5 ივლისის საკრებულოს სხდომაზე, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ანგარიში განიხილეს, დეპუტატებმა ასევე იმსჯელს საბიუჯეტო ცვლილებასთან დაკავშირებით და სოციალური დახმარების გაცემის წესში შესატან ცვლილებებზე.

სხდომას მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი ესწრებოდა, რომელიც დეპუტატებს, სოციალურ თემებთან დაკავშირებულ კითხვებს პასუხობდა.

ჯანმრთელობისა და სოციალური საკითხთა სამსახურის უფროსმა, ნანა კიკნაძემ სამსახურის უფლება-მოსილებებზე და იმ პროგრამებზე ისაუბრა, რომელსაც მერია ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნვლყოფის მიზნით ახორციელებს.

„ხარაგაულის მერიაში, მოსახლეობის  ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფისათვის 23 ქვეპროგრამა ხორციელდება. ორი ქვეპროგრამა მოიცავს ჯანმრთელობის დაცვას, ხოლო 21- სოციალურ თემებს. სოციალური პროგრამების განხორციელებისთვის ადგილობრივ ბიუჯეტში მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული, დაფინანსება გაზრდილია გასულ წლებთან შედარებით.“

ნანა კიკნაძის განცხადებით, მიმდინარე წელს  სოციალურ პროგრამებს, ორი ქვეპროგრამა დაემატა.

მერის პირველი მოადგილის, ვარლამ ჭიპაშვილის განცხადებით, მერია მაქსიმალურად მუშაობს სოციალური პრობლემების გადაჭრის მიზნით: „მერიაში ახალი ხელმძღვანელის მოსვლის შემდეგ, გავზარდეთ სოციალური პროგრამების დაფინანსება,  დაემატა რამდენიმე ახალი ქვეპროგრამა, რის გამოც, ხარაგაული სოციალური მიმართულებების დაფინანსებით გამორჩეულად მრავალფეროვანია. მოქალაქეთა მხრიდან თითქმის ყოველდღიურად  შემოდის განცხადებები, როგორც ერთჯერად დახმარებებზე, ისე  სამედიცინო გამოკლევებისა და საოპერაციო ხარჯების დასაფინანსებლად. მერიაში შემოსულ განცხადებებზე დაუყოვნებლივ ხდება რეაგირება. ყველა მათგანს განვიხილავთ კომისიის სხდომაზე და ვიღებთ ობიექტურ გადაწყვეტილებებს, კომისიის მუშაობა არის ღია, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია დასწრება“ განმარატა ვარლამ ჭიპაშვილმა.

სხდომაზე ასევე განიხილეს ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების  გაცემისა და მიღების წესში შესატანი ცვლილებები.

ცვლილების მიხედვით სტიქიით დაზარალებულ და ან მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე მოქალაქეებისთვის შესაძლებელია განმეორებით გაიცეს დახმარება თუ   პირველი ეტაპის, დაფინანსება მიზნობრივად გახარჯა დაზარალებულმა.

ასევე გაორმაგებულ დაფინანსებას მიიღებს ოჯახი რომლის საცხოვრებელი სახლი დაზიანდა სტიქიის შედეგად.

დეპუტატებმა ბოლო საკითხად საბიუჯეტო ცვლილება განიხილეს

როგორც სხდომაზე აღინიშნა, მოქალაქეთა მაღალი მომართვიანობის გამო, საჭიროა სოციალური პროგრამების დაფინანსება გაიზარდოს - 50 000 ლარით, ხოლო ა(ა)იპ დასუფთავების და კეთილმოწყობის გაერთიანებას ესაჭიროება 20 ათასი ლარი, სოფლებში წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის.

სხდომაზე წარდგნილი საკითხები ხმათა უმრავლესობით დადებითად შეფასდა.

 

 

ნანახია: 1174 - ჯერ