ხარაგაულის მერმა , კობა ლურსმანაშვილმა , საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსთან ერთად ხიდრის დაწყებითი საფეხურის სკოლის პედაგოგს, ცისნარი შველიძეს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის სიგელი და საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის ჯილდო გადასცა.
აღნიშნულ ჯილდოზე ცისნარი შველიძე, რომელსაც პედაგოგად მუშაობის მრავალ წლიანი გამოცდილება აქვს , ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურცენტრმა წარადგინა.
კობა ლურსმანაშვილი: ,,გაწეული ღვაწლის, შრომისმოყვარეობის და საკუთარი პროფესიის უდიდესი სიყვარულის გამო ჩვენ დღეს ქალბატონ ცისნარი შველიძეს საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის ჯილდო გადავეცით. მიხარია, როდესაც ისეთ ადამიანების მიმართ გამოვხატავთ ყურადღებას ,რომლებიც განათლებას, მომავალი თაობების აღზრდას ემსახურებიან. ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული , თუნდაც ერთ პედაგოგზე. მემაყება, რომ ხარაგაულის საგანმანათლებლო სფეროში ნამდვილად გამორჩეული და ღირსეული ადამიანები არიან.“
ეთერ პაპავა (ხიდრის საჯარო სკოლის დირექტორი),,ეს ადამიანი ნამდვილად იმსახურებს ჯილდოს, ყურადღებას, ის მუდმივად სიახლეების ძიების მოლოდინშია , გამორჩეულია მისი დამოკიდებულება სასწავლო პროცესისადმი, მისი პროფესიისადმი, რაც ნამდვილად აღნიშვნის და დაფასების ღირსია.“
ცისნარი შველიძე: უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობაა ჩემთვის პედაგოგობა, ის რაც დღეს განვიცადე აღუწერელი ემოციებია, ამას არ ველოდი, საოცარი ემოციები მაჩუქეთ. უღრმესი მადლობა ყველას ჩემი ღვაწლის დაფასებისთვის.
ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი , მარინა ვეფხვაძე: ,,ნამდვილად არ იყო ადვილი, საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის ჯილდოზე წარსადგენად ერთი პედაგოგი გამოგვერჩია. მიმაჩნია, რომ სწორი არჩევანი გავაკეთეთ. ბევრი წარმატება, ჯანმრთელობა მინდა ვუსურვო ქალბატონ ცისნარის და მის სკოლას.“
აღნიშნული ჯილდო გასულ წელს , ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის პედაგოგომა ალექსანდრა ჭიპაშვილმა მიიღო.