დღეს ხარაგაულის ინოვაციების ცენტრში წიგნის „ხარაგაულის ქრონიკების“ განხილვა გაიმართა.
წიგნის პრეზენტაციას საჩხერის, ჭიათურის და ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი, პაატა კვიჟინაძე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი და წიგნის „ხარაგაულის ქრონიკების“ ავტორთა შემადგენლობა ესწრებოდა.
ისტორიკოსმა ზეინაბ ბუაჩიძემ და წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზიის მოსწავლეებმა წიგნის შექმნის პროცესზე ისაუბრეს და დამსწრე საზოგადოებას ხარაგაულის შესახებ მნიშვნელოვანი ისტორიული ფაქტები გააცვნეს.
ისტორიკოსი, წიგნის ავტორი, ზეინაბ ბუაჩიძე: „ხარაგაულის ქრონიკების“ შექმნის იდეა გაჩნდა ხარაგაულის მერთან, ბატონ კობასთან და კავკასიის უნივერსიტეტის რექტორთან, ალექსანდრე რუსეცკისთან გამართული შეხვედრის შემდეგ. ავტორთა კოლექტივმა წიგნის შექმნისას გავიარეთ ძალიან მძიმე სამუშაო, ხარაგაულის ყველა სოფლიდან მოვიძიეთ ინფორმაცია და დავამუშავეთ. წიგნის პირველი გამოცემა შეიცავდა ბევრ შეცდომას, თუმცა საზოგადოების დახმარებით, დღეს, უკვე „ხარაგაულის ქრონიკების“ მეორე გამოცემას განვიხილავთ.
საჩხერის, ჭიათურის და ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი, პაატა კვიჟინაძე: ,,ერთია ზეპირი საუბარი და მეორეა, როდესაც საზოგადოებისთვის რაღაც მნიშვნელოვანს ქმნი. ამას მარტო მუშაობა არ ყოფნის, ამას სჭირდება ხარაგაულის სიყვარული. დიდი მადლობა ამ ყველაფრისთვის და წარმატებებს გისურვებთ“.
„ხარაგაულის ქრონიკების“ განხილვის შემდეგ გივი კურტანიძის მიერ შექმნილი დოკუმენტური ფილმის - „ორიოდე სიტყვა ხარაგაულის სახელწოდების შესახებ“ ჩვენება გაიმართა.