ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურების ორგანიზებით, ხარაგაულელი სოციალურად დაუცველი ბავშვები ქუთაისში „ნიღბების თეატრის“ სპექტაკლის - „ბურატინოს თავგადასავალი“ პრემიერას დაესწრნენ.
ბავშვებს ძალიან მოეწონათ სპექტაკლი. „ნიღბების თეატრი“ უკვე რამდენიმე წელია, იმერეთის მასშტაბით, სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის სპექტაკლებს ატარებს.