სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე ხელმძღვანელობდა.
სხდომაზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, საარჩევნო-სააგიტაციო მასალების განთავსების რეგულირების შესახებ იმსჯელეს.
განისაზღვრა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში, საარჩევნო სუბიექტების ამომრჩევლებთან შეხვედრის ადგილები.
2021 წლის ადგილობრივი თითმმართველობის ორგანოების არჩევნებზე სიახლე იქნება ოლქების დამსხვილება, რის საფუძველზეც ხარაგაულში მუნიციპალიტეტში 20-ის ნაცვლად 11 სამაჟორიტარო ოლქი იქნება.
ეს სამაჟორიტარო ოლქებია:
1.დაბა;
2.ბაზალეთი, ლაშე, ღორეშა,სარგვეში;
3.ვარძია, წყალაფორეთი, ხიდარი;
4.კიცხი, ფარცხნალი;
5.ლეღვანი, ვახანი;
6.წიფა, ზვარე;
7.ხევი, ნადაბური;
8.ბორითი;
9.ხუნევი;
10.საღანძილე;
11.მოლითი.
ხვალ 06 აგვისტოს 10.00 საათზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართება.