სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0130%20-%20Copy.JPG

ლახუნდარაში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს

მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი სოფელ ლახუნდარაში , კავილაძეების უბანში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, მერის წარმომადგენელთან როინ გელაშვილთან ერთად გაეცნო.

გზის აღნიშნულ მონაკვეთზე , რომელიც რთული რელიეფით ხასიათდებოდა ბეტონის საფარი პირველად ეწყობა.

ვარლამ ჭიპაშვილი:

ხარაგაულის მერიის  ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ინფრასტრუქტურაა.

წელს ინფრასტრუქტურული პროექტების სიმრავლით ნამდვილად გამოირჩევა ხარაგაული. ეს ადგილი ნამდვილად პრობლემური და გადასაადგილებლად რთული მონაკვეთი გახლდათ. მოსახლეობა ითხოვდა პრობლემის მოგვარებას და ადგილობრივმა თვითმმართველობამ , ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით და დახმარებით ამ პრობლემის მოგვარება შეძლო. გამორჩეულად აქტიური მოსახლეობა ცხოვრობს აქ , ისინი ზრუნავენ სოფლის პრობლემების გადაჭრაზე , თანამშრომლობენ ადგილობრივ თვითმმართველობასთან და შესაბამისად შედეგიც სახეზეა.

პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 108 ათას 500 ლარს შეადგენს. პროექტის ფარგლებში გზის 400 მეტრ მონაკვეთზე ბეტონის საფარი მოეწყობა, ასევე  გაკეთდება 25 მეტრ სიგრძის საყრდენი კედელი.

წყალაფორეთის ადმინისტრაციულ ერთეულში განსახორციელებლად მზადაა კიდევ ოთხი პროექტი, რომელიც როგორც კი დაფინანსება გაჩნდება გაკეთდება.

ადგილობრივი მაცხოვრებელი, რუსუდან ქველაძე:

სასიამოვნოა , ძალიან გახარებული და კმაყოფილები ვართ ყველანი, პირველად კეთდება გზა ამ  უბანში და ეს დიდი ბედნიერებაა ჩვენთვის.

პოლიკო ხანთაძე:

ბოლო სამი წელია დავბრუნდი სოფელში, 70 წლის ვარ და ახლა როგორც იქნა გზაც არის და წყალიც, ამ მხრივ პრობლემა აღარ გვაქვს. სამომავლოდ თუ გაზი შემოვა ძალიან კარგი იქნება.

ნანახია: 603 - ჯერ