სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/DSC_0413.JPG

მესამე საჯარო სკოლის სახურავს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

ხარაგაულის მერიამ  დაბის მე-3 საჯარო სკოლის სახურავის რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვაზე  ტენდერი გამოაცხადა.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სკოლის სახურავზე  პარაპეტების, წყალშემკრები მილების, ძაბრების და საკვამურზე თუნუქის შეცვლა.

ასევე მოხდება სკოლის შენობის მთელ პერიმეტრზე არსებულ სარინელზე წყალშემკრების მოწყობა, რითაც მოხდება სახურავიდან ჩამოდენილი წყალის შეკრება და გზის პირას არსებულ არხისკენ მიმართვა - ვკითხულობთ დოკუმენტაციაში.

 პროექტის ღირებულება  35 ათას 783 ლარი გახლავთ. 

 

ნანახია: 824 - ჯერ