სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/244656637_235204435322854_4431252117100773677_n.jpg

ხარაგაულის მერიამ მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები პირის სტატუსი 1172 ადამიანს მიანიჭა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში „მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს“  სხდომა გაიმართა. საბჭოს გადაწყვეტილებით ორ პირს მაღალთიან დასახლებაში მცხოვრები პირის სტატუსი მიენიჭა.

შეგახსენებთ, რომ მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრების სტატუსის მინიჭების მიზნით, ფიზიკურმა პირმა  მუნიციპალიტეტის მერს შესაბამისი განცხადებით უნდა მიმართოს. განცახადებას თან უნდა დაერთოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, მაღალმთიან დასახლებაში კალენდარული წლის განმავლობაში  9 თვის ან მეტი ვადით ფაქტობრივად ცხოვრების და მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. დოკუმენტების წარმოდგენის შემდეგ კომისია ორი თვის განმავლობაში შეისწავლის საკითხს.

ხარაგაულის „მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს“ თავმჯდომარე იურიდიული განყოფილების უფროსი ინგა ლურსმანაშვილი გახლავთ.  მოადგილე - იურიდიული განყოფილების  პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი თამარ სულაქველიძე;

 სხდომის მდივანი - ადმინისტრაციული სამსახურის მეორე კატეგორიის უფროსი  სპეციალისტი ნინო ფერაძე;

საბჭოს წევრები:

თამთა მეტრეველი (იურიდიული განყოფილების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი);

ალექსანდრე ტაბატაძე (სოციალური დაცვის განყოფილების უფროსი).

შეგახსენებთ, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში 11 სოფელი შედის: გოლისი, გოლათუბანი, გუდათუბანი, ფონა, ნუნისი, პატარა სახვლარი, ზვარე, ჩრდილი, გედსამანია, წიფა, ბჟინევი.

მაღალმთიანი დასახლებაში მცხოვრები სტატუსი ხარაგაულში  1 172 ფიზიკურ პირს აქვს მინიჭებული.

ოქმი

 

 

 

ნანახია: 745 - ჯერ