სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/244967794_220260670029868_8278258252880027818_n_1.jpg

ფრენბურთის მოედანი ხარაგაულში - სამოქალაქო ბიუჯეტის საკონკურსო_იდეა

პროექტის დაგეგმე შენი ბიუჯეტი  შესახებ დიმა ჩიკვაიძემ მეგობრებიდან და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალური ფეისბუქ გვერდიდან გაიგო , სადაც სიახლეებს, როგორც ამბობს, ყოველთვის ეცნობა.

 დიმა ჩიკვაიძე:  ვისურვებდი თითოეული მოქალაქე რაიონის ბიუჯეტის შედგენაში აქტიურად იღებდეს თავის წვლილს, გრძნობდეს პასუხისმგებლობას, იმიტომ რომ ეს ბიუჯეტი ჩემი, თქვენი და ყველას გადახდილი გადასახადებიდან გროვდება და სწორედ  მოქალაქეების  საჭიროებებზე და კეთილდღეობაზე უნდა იყოს მორგებული, რაშიც ჩვენი ჩართულობა და თანამონაწილეობა აუცილებელია .

პროექტის_აღწერა:

 პროექტი დაბა ხარაგაულში, ქუჩის კალათბურთის სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, სპორტულ-გასართობი სივრცის, კერძოდ, ფრენბურთის მოედნის მოწყობას ითვალისწინებს.

 უკანასკნელი წლების განმავლობაში, ფრენბურთი ხარაგაულელი ახალგაზრდებისათვის, ერთ-ერთ საყვარელ სპორტად ჩამოყალიბდა. აღსანიშავია, ის ფაქტიც, რომ მათ ეს ძალიან კარგად გამოსდით.

 დაახლოებით 10 წელია, რაც ხარაგაულში ფრენბურთის ჩემპიონატები ტარდება, აღნიშნულ სპორტში ჩართულია, როგორც დაბის ასევე  ხარაგაულის მუნიციპალიტეტში შემავალი ადმინისტრაციული ერთეულების მაცხოვრებლებიც.

 ყოველ წელს იზრდება როგორც მონაწილეების ასევე მაყურებლების რაოდენობაც, რადგან იზრდება სპორტისადმი დაინტერესება და შესაბამისად იზრდება თამაშის ხარისხიც.

 იმის გამო, რომ რაიონში არაა ფრენბურთის მოედანი, ყოველ წელს გვიწევს დევების მიმდებარე ტერიტორიის მომზადება ჩემპიონატისთვის ან პირველი სკოლის ადმინისტრაციისთვის თხოვნა, რომ თავიანთი სტადიონი დაგვითმონ.

ვფიქრობ, ფრენბურთის მოედნის მოწყობა ხელს შეუწყობს აღნიშნული სპორტის კიდევ უფრო მეტად პოპულარიზებას.

და რაც მთავარია, ხარაგაულელი ახალგაზრდები შეძლებენ საყვარელ სპორტის სახეობა, შესაბამის ინფრასტრუქტურულ გარემოში ითამაშონ.

 პროექტის იდეაა,  ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება ახალგაზრდებში.

3️⃣1️⃣ ოქტომბრამდე ქვემოთ მოცემული ბმულის საშუალებით შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენთვის სასურველი საპროექტო წინადადება და მხარი დაუჭიროთ მის გამარჯვებას.

https://bit.ly/3lOrBnW

ხმის მიცემის პრინციპი:  საპროექტო წინადადებაზე ხმის მიცემა შეუძლია ხარაგაულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეს.

თითო მოქალაქეს აქვს 1️⃣ პროექტზე ხმის მიცემის უფლება.

 ხარაგაულის მერია, ყოველდღიურ რეჟიმში, ინდივიდუალურად გაგაცნობთ  კენჭისყრის ეტაპზე  გადასული პროექტების ავტორებს და მათ იდეებთან დაკავშირებით სრულ ინფორმაციას მოგაწვდით.

 შეგახსენებთ, ,,დაგეგმე შენი ბიუჯეტი,, პროექტის ფარგლებში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში სულ  25 საპროექტო წინადადება შემოვიდა, ხმის მიცემის ეტაპზე 16 იდეა გადავიდა.

პროექტი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით ხორციელდება .

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია-Kharagauli Municipality Hall

 

 

ნანახია: 1036 - ჯერ