სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/245029548_1280513555725010_3499644165419190198_n.jpg

დეკორატიული აბრები ხარაგაულში - სამოქალაქო ბიუჯეტის საკონკურსო იდეა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის შემოსასვლელში დეკორატიული, მანათობელი აბრების მოწყობის იდეა, გივი კურტანიძეს ეკუთვნის.

ამბობს , რომ "სამოქალაქო ბიუჯეტის" კონკურსის შესახებ ინფორმაცია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალური ფეისბუქის გვერდიდან და ვებ გვერდიდან kharagaulinews.gov.ge გაიგო.

მუშაობს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში, ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურში. ჰყავს მეუღლე და სამი ვაჟი. თავისუფალ დროს მოგზაურობს და ფოტოებს იღებს.

ფიქრობს რომ "მონაწილეობითი ბიუჯეტი" ხელს შეუწყობს მოქალაქეთა ჩართულობას, რაც მუნიციპალიტეტისთვის ბევრი საჭირო საკითხის წინა პლანზე წამოწევას განაპირობებს.

#პროექტის_აღწერა

"რიკოთის გვირაბიდან გამოსვლისას, ბევრმა ადამიანმა დღესაც არ იცის, რომ ხარაგაულის ტერიტორიაზე შემოდის. ასევე ბევრმა არ იცის, სოფელ ძირულას გადმოსახვევიდან საიდან იწყება ხარაგაული.

ბავშვობის დიდი ნაწილი ბორჯომში გავატარე, როცა იქ მივდიოდი, ყოველთვის მხვდებოდა თვალში ბორჯომის რაიონსა და ქალაქ ბორჯომის შესასვლელებში მდებარე ლამაზი მონუმენტები წარწერით - ბორჯომი და სულ მინდოდა იგივე ჩემს ხარაგაულსაც ჰქონოდა.

3️1 ოქტომბრამდე ქვემოთ მოცემული ბმულის საშუალებით შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენთვის სასურველი საპროექტო წინადადება და მხარი დაუჭიროთ მის გამარჯვებას 

https://bit.ly/3lOrBnW

ხმის მიცემის პრინციპი:  საპროექტო წინადადებაზე ხმის მიცემა შეუძლია ხარაგაულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეს.

თითო მოქალაქეს აქვს 1 პროექტზე ხმის მიცემის უფლება.

 ხარაგაულის მერია, ყოველდღიურ რეჟიმში, ინდივიდუალურად გაგაცნობთ  კენჭისყრის ეტაპზე  გადასული პროექტების ავტორებს და მათ იდეებთან დაკავშირებით სრულ ინფორმაციას მოგაწვდით.

 შეგახსენებთ,  "დაგეგმე შენი ბიუჯეტი" პროექტის ფარგლებში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში სულ  25 საპროექტო წინადადება შემოვიდა, ხმის მიცემის ეტაპზე 16 იდეა გადავიდა.

 პროექტს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია,  გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით ახორციელებს.

 

 

ნანახია: 1590 - ჯერ