ელენა არჯევანიძე დღეს 105 წლის გახდა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია დიდი პატივისცემით ულოცავს ქალბატონ ელენას 105 წლის იუბილეს და ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს უსურვებს.
საუკუნის ბებოს, რომელიც სოფელ ლახუნდარაში ცხოვრობს, ერთი შვილი, ორი შვილიშვილი, ოთხი შვილთაშვილი და ერთი შვილთაშვილის შვილი ყავს.
ხარაგაულის მერიის 100 წელს გადაცილებულ მოქალაქეებზე ფულადი კომპენსაციის გაცემის პროგრამის ფარგლებში, ელენა ბებოს პირად ანგარიშზე 500 ლარი ჩაერიცხა.