სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/qweqwdqqw558qdq7765.JPG

ხარაგაულის მერია მოქალაქეებს ახალ ელექტრონულ პლატფორმას სთავაზობს

ა(ა)იპ ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო (LDA Georgia) ხარაგაულის მერიასთან ერთად ახალი ონლაინ პლატფორმის შექმნას იწყებს.

 ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი, დღეს უშუალოდ შეხვდა ა(ა)იპ ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო დირექტორს ნინო ხუხუას და პროექტის მიზნებსა და დანიშნულებას, სამუშაო ჯგუფის წევრებთან ერთად,  უშუალოდ გაეცნო.

მოქალაქეთა უკუკავშირის პლატფორმის ბმული სახელად -  „მოქალაქეთა უკუკავშირი/Citizens feedback“ ხარაგაულის ვებ გვერდზე kharagaulinews.gov.ge  განთავსდება.

ახალი ონლაინ პლატფორმის მიზანი იქნება  მოქალაქეების მხრიდან შეფასდეს მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული  სერვისები და პროგრამები.

 როგორც ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი აღნიშნავს ხარაგაულის მერია  კომუნიკაციის აღნიშნულ ფორმას, ეფექტურად გამოიყენებს მუნიციპალური სერვისების ეფექტიანობის გასაზომად.

,,საინტერესოა, რომ ბმულის  გახსნის შემდეგაც ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება მუნიციპალური სერვისების/პროგრამების შეფასება, რომლითაც მან ისარგებლა საბიუჯეტო წლის განმავლობაში. შესაძლოა შეფასების საგნად იქცეს ორი ძირითადი მიმართულება, კერძოდ: სოციალური პროგრამები და ახალგაზრდული პროგრამები, რასაც შესაძლოა დაემატოს ინფრასტრუქტურული პროექტები. დღეს ჩვენ ეს უკუკავშირი არ გვაქვს , შესაბამისად არ გვაქვს ზუსტი ინფორმაცია, როგორია ჩვენი მომსახურების ხარისხი, რა საჭიროებები დგას ჩვენი ბენეფიციარების წინაშე. ახალი ელექტრონული პლატფორმა შეიძლება გახდეს ჩვენი საუკეთესო პრაქტიკა, რომელსაც ხარაგაულის მერია ვფიქრობ წარმატებით გაართმევს თავს.“

 ა(ა)იპ ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს დირექტორი, ნინო ხუხუა:

,,ხარაგაული მერი,  ნამდვილად გამოირჩევა მხარდაჭერით იმ პროექტების მიმართ , რომელიც მოქალაქეთა ჩართულობას და ადგილობრივი ხელისუფლების ანგარიშვალდებულებას ისახავს მიზნად.

სწორედ ამიტომ შეირჩა ხარაგაულის მერია  საპილოტე მუნიციპალიტეტად. ახალი პლატფორმა შესაძლებლობას აძლევს ბენეფიციარს გამოხატოს მადლიერება, კომენტარი, ან შენიშვნა იმ განხორციეებულ პროგრამაზე , რომელიც მუნიციპალიტეტმა მას შესთავაზა.“

შეხვედრას ესწრებოდნენ: ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი, კახა გოლუბიანი, მერის თანაშემწე, ჟანა ნემსაძე, მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი, ინგა ბერაძე და აიტი სპეციალისტი, ჯაბა ფცქიალაძე.

პლატფორმა „მოქალაქეთა უკუკავშირი/Citizens feedback“ , თანხვედრაში იქნება მუნიციპალიტეტის არსებული ვებ გვერდის დიზაინთან და ადაპტირებული სმარტფონებისა და პლანშეტებისთვის.

მუნიციპალური პროგრამისა თუ სერვისის შეფასებისთვის  უნივერსალური კითხვარი შემუშავდება, რომელიც შედგენილი იქნება ასარჩევი/მოსანიშნი კითხვებისგან და ასევე მოქალაქეს ექნება კომენტარის დატოვების შესაძლებლობაც. 

ახალი ონლაინ პლატფორმა სატესტო რეჟიმში დეკემბრის თვეში ამუშავდება.

  ა(ა)იპ ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო (LDA Georgia) იმერეთის 11 მუნიციპალიტეტებში ახორციელებს გრანტს ,,მოქალაქეთა ჩართულობის ხარისხის ზრდა ადგილობრივ თვითმმართველობაში’’, რომლის მიზანია გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის ხარისხის ზრდა და ადგილობრივი ხელისუფლების ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა.

 გრანტის განხორციელება შესაძლებელი გახდა  გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით.

 

 

ნანახია: 1134 - ჯერ