ე. კიკნაძის სახელობის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის, მამუკა ჭიპაშვილის ინფორმაციით, ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანება, 9 ნოემბრიდან, საბავშვო ბაღებში, აღსაზრდელებისათვის პროდუქტების შეტანას იწყებს.
ერთ აღსაზრდელზე შემდეგი დასახელების პროდუქტი გაიცემა:
1კგ შაქარი,
1კგ ბრინჯი,
1კგ ლობიო,
1კგ ქათმის ფილე,
1კგ მაკარონი,
1პ. (200)გ კარაქი,
0,5კგ ორცხობილა,
1 ქილა შესქელებული რძე,
1ლ ზეთი,
10 ც კვერცხი.
ხარაგაულში გართულებული ეპიდისტუაციიდან გამომდინარე, ბაღების გაერთიანების დირექტორი, მამუკა ჭიპაშვილი, სასწავლო პროცესის განახლების ზუსტ თარიღს ვერ ასახელებს.