ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ,,2020 – 2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის“ ფარგლებში ხუნევის ბაღის მშენებლობისთვის თანხა ოფიციალურად გამოიყო.
პროექტის ღირებულება 619 170 ლარია.
ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი:
,,ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის დროს ხარაგაულში 8 საბაშვო ბაღი დაგვხვდა. აქედან 7 ბაღის რეაბილიტაცია განხორციელდა. ხუნევის საბავშვო ბაღი არის ერთადერთი ძველი შენობა , რომელიც შემოგვრჩა და რომლის ადგილზეც ,,საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის“ ფარგლებში სრულიად ახალი ბაღი აშენდება. ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ხარაგაულში 12 საბავშვო ბაღი აშენდა . სულ მალე, მათ ხუნევის საბავშვო ბაღი შეემატება.“
,,ხუნევის თემი ხუთ სოფელს აერთიანებს , აქედან ორი გედსამანია და ბჟინევი მაღალმთიანი სოფელია. სოფელ ხუნევში მდებარე საბავშვო ბაღის შენობა ბავშვების სწავლა-აღზრდისთვის საშიშს წარმოადგენდა , დარღვეული იყო უსაფრთხოების ყველა ნორმა , სწორედ ხარაგაულის მერის, საკრებულოს თავმჯდომარის და მაჟორიტარი დეპუტატის ერთობლივი ძალისხმევის და ყურადღების შედეგია, ის რომ ხუნევში თანამედროვე ტიპის საბავშვო ბაღი აშენდება.ამჟამად ბაღში 25 ბავშვია , კონტიგენტი მზარდია.- აცხადებს ხუნევის მაჟორიტარი დეპუტატი, ლენა აბაშიძე.
ახალი საბავშვო ბაღი 30 აღსაზრდელზე იქნება გათვლილი.
ხარაგაულის მერია სამუშაოების შესყიდვის მიზნით ტენდერს უახლოეს დღეებში გამოაცხადებს.
2022 წელს, ხუნევს ახალი საბავშო ბაღი ექნება.