სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/241976512_4325881624115746_5038354615575622616_n.jpg

მარინა ხვედელიძე განათლების, კულტურის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს

დღეს საკრებულოს პირველ სხდომაზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუდმივი კომისიების თავმჯდომარეები აირჩიეს.

განათლების, კულტურის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიას მარინა ხვედელიძე უხელმძღვანელებს.

მარინა ხვედელიძე სხვადასხვა  დროს   ეწეოდა  ჟურნალისტურ საქმიანობას. 2008 -2012 წ.წ. გახლდათ ქართული ენისა და ლიტერატურის  პედაგოგი   მოლითის საჯარო სკოლაში.  ასევე  პედაგოგად  მუშაობდა  ხარაგაულის წმინდა  ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიაში. 

2014  წლიდან  მიმდინარე  წლის  აგვისტომდე  იკავებდა  დაბის  მე-3  საჯარო  სკოლის  დირექტორის  პოსტს.

2017  წლის ადგილობრივ თვითმმართველობის  არჩევნებზე  გახდა  ხარაგაულის  საკრებულოს  წევრი  პარტია  ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული  საქართველოს“  პროპორციული  სიით.

2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში წარმოდგენილი იყო  ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პროპორციული სიის მეოთხე ნომრად.

,,პოლიტიკა არის საქმიანობა, საზოგადოებრივი აქტივობა, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიიღოს ყველა მოქალაქემ. ჩვენ,  როგორც ოჯახზე ვზრუნავთ, ასევე უნდა ვიფიქროთ ქვეყანაზეც.  შესაბამისად, ჩემი  მიზანიც  არის  ის,  რომ  თანამონაწილე  ვიყო  იმ  ბევრი  კარგი  საქმისა,  რომლებიც   ბოლო  წლებში   ხარაგაულში ხორციელდება და  გარკვეული  წვლილი  შევიტანო  მუნიციპალიტეტის  განვითარებაში.  ჩემი უმთავრესი საზრუნავია ადამიანი, მისი კეთილდღეობა, ჯანმრთელობა და განათლება.   სწორედ  ამიტომ,  საკრებულოში   ჩემი ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება   მოსახლეობის  ინტერესების გათვალიწინებით მოხდება“.

ნანახია: 905 - ჯერ