სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0639_2.JPG

ბიუროს რიგგარეშე სხდომა გაიმართა

დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე ბიუროს სხდომა გაიმართა. სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს. სხდომას ხარაგაულის მერის მოადგილე, დავით დევდარიანი ესწრებოდა.

ბიუროს წევრებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, ვლადიმერ გელაშვილმა 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ წარუდგინა საკითხი და საკრებულოს მიერ გამოთქმულ შენიშვნებზე გაამახვილა ყურადღება. საკრებულოს მიერ გამოთქმული შენიშვნები მერიის ადმინისტრაციულ შენობაში საკონფერენციო დარბაზის მოწყობას, მრავალბინიანი სახლების მოწყობას, მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამის გაზრდას, საკრებულოს, მერიის და ა(ა)იპ-ების საჯარო  მოსამსახურეების ხელფასების ზრდას ეხებოდა. როგორც ვლადიმერ გელაშვილმა აღნიშნა  აღნიშნული ვალდებულებების ასაღებად დამატებით  საჭიროა 1 081,2 ათასი ლარი.

დეპუტატებს მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, პეტრე შარიქაძემ საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2022 წელს დასაფინანსებელი პროექტების მოწონების შესახებ წარუდგინა საკითხი. სხდომაზე 48 პროექტი მოიწონეს. პროექტების სია იხილეთ აქ.

სხდომაზე, ასევე, განიხილეს შემდეგი საკითხები:

  1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N 19 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა და ადმინისტრაციულ ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე.
  2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 05 იანვრის N 3 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე.
  3. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N 11 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე.
  4. საკრებულოს თავმჯდომარის ანგარიში მის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ.

აღნიშნულ საკითხებს საკრებულოს სხდომაზე 16 დეკემბერს ეყრება კენჭი.

ნანახია: 1261 - ჯერ