სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0655_1.jpg

მუზეუმის ეზოში საკონკურსო ფოტოების გამოფენა მოეწყო

ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის ორგანიზებით გამართული ფოტოკონკურსი - „შემოდგომა, მე და იზოლაცია" დღეს დასრულდა. შემაჯამებელი ღონისძიება მუზეუმის ეზოში, ღია სივრცეში გაიმართა. მოეწყო საუკეთესო ფოტოების გამოფენა.

მუზეუმის ხელმძღვანელმა, ნინო დიდიძემ ფოტოკონკურსის გამარჯვებულები, „კულტურისა და ხელოვნების ცენტრის“ დირექტორთან, ნიკოლოზ მაჭავარიანთან ერთად დააჯილდოვა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

რვა ნომინაცია შემდეგნაირად გადანაწილდა:

„საუკეთესო ნამუშევარი“ – თამთა კიკნაძე, ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზია;

„მომავლის ხედვა“ - ვახტანგ მაღრაძე, ხარაგაულის N2 საჯარო სკოლა;

„საუკეთესო კადრი“ - არმაზ შავიძე, ხარაგაულის N2 საჯარო სკოლა;

„საუკეთესო ფერთა ჰარმონია“ - გურამ ლურსმანაშვილი, ხარაგაულის N3 საჯარო სკოლა;

„კრეატიული ხედვა“ - გვანცა ყრუაშვილი, ხარაგაულის N2 საჯარო სკოლა;

სამ ნომინაციაში ორ-ორმა მოსწავლემ გაიმარჯვა.

„შემოდგომის ჰარმონია“ - მარიამ ბერაძე, ხარაგაულის N2 საჯარო სკოლა;

ნოდარ ებანოიძე, ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზია;

„საუკეთესო მობილური კადრი“ - ლიზი კიკნაძე, საღანძილის საჯარო სკოლა,

თეკლა ებანოიძე, ხარაგაულის N2 საჯარო სკოლა;

„ყველაზე პატარა მონაწილე“ - ვარძიის საჯარო სკოლა.

 

კონკურსში აქტიური მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ:

ერეკლე ყრუაშვილი, წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზია;

ანა კიკნაძე, საღანძილის საჯარო სკოლა,

ბექა ჩხიკვაძე, N3 საჯარო სკოლა;

ნიკოლოზ მეიფარიანი, N3 საჯარო სკოლა;

საბა მესხი, N2 საჯარო სკოლა.

ფოტოკონკურსის ჟიურის შემადგენლობაში შედიოდნენ: ნიკოლოზ მაჭავარიანი, ლაშა ნიქაბაძე, ნინო დიდიძე, ეკატერინე შველიძე, ნიკოლოზ დეკანოსიძე.

 

 

ნანახია: 1352 - ჯერ