სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0844.JPG

ხარაგაულის საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის  საკრებულომ რიგგარეშე სხდომაზე მთავარი  საფინანსო  დოკუმენტი  დაამტკიცა.

სხდომას, რომელსაც  საკრებულოს თავმჯდომარე , მანანა ბარბაქაძე ხელმძღვანელობდა, მუნიციპალიტეტის  მერი  კობა  ლურსმანაშვილი,  მერის  პირველი  მოადგილე  ვარლამ  ჭიპაშვილი, მოადგილე დავით დევდარიანი  და  მერიის  საფინანსო-საბიუჯეტო  სამსახური  უფროსი  ვლადიმერ  გელაშვილი  ესწრებოდნენ.

2022  წლის  ბიუჯეტი  10  715 8  ათასი  ლარით  განისაზღვრა  და  ძირითადად    სოციალურ,   ინფრასტრუქტურულ  და  კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამებზე არის  ორიენტირებული. 

მერიის  საფინანსო-საბიუჯეტო  სამსახურის  უფროსმა  ვრცლად  ისაუბრა ბიუჯეტის მნიშვნელოვანი  პროგრამების შესახებ, რომელთა  განხორციელება  მომავალ წელს  მუნიციპალიტეტში    იგეგმება. ვლადიმერ გელაშვილმა მიმდინარე  წლის  ბიუჯეტის  შესრულების  პარამეტრებზეც  გაამახვილა  ყურადღება  და  აღნიშნა, რომ  ბიუჯეტის  შესრულების მაჩვენებელი  საკმაოდ  კარგია.

,,2021  წლის  ბიუჯეტი დამტკიცების  პერიოდში   9091,0 ათასი  ლარით განისაზღვრა,  დღეის  მდგომარეობით  შესრულება არის  21 905.5  ათასი  ლარი.  შემოსავლები  დაგეგმილი  გვქონდა 8 018.9   ათასი  ლარით  და  ამ  პერიოდისათვის მიღებული  გვაქვს  9 911.4  ათასი ლარი.  ამ  ყველაფერში  დიდი  წვლილია  აღმასრულებელი ხელისუფლების  მუშაობის  და  განსაკუთრებით  მუნიციპალიტეტის  მერის კობა  ლურსმანაშვილის.  სწორედ  მისი  დაამსახურება, რომ ქონების  გადასახადიდან შემოსავალი   მილიონზე  მეტი მივიღეთ.   ასევე,  გამოვყოფდი  მერის  პირველი  მოადგილის  ვარლამ  ჭიპაშვილის  აქტიურ  მუშაობას. ჩემი  მრავალწლიანი  საქმიანობის პერიოდში,  მერის  პირველი  მოადგილის  მხრიდან   ასეთი  თავდაუზოგავი  შრომა  და      ბიუჯეტის  შედგენის პერიოდში მონაწილეობა  არასდროს  ყოფილა.“- აღნიშნა  ვლადიმერ  გელაშვილმა.

სხდომაზე  საფინანსო-საბიუჯეტო  სამსახურის  უფროსმა განმარტა, რომ  2022 წლის  ბიუჯეტში  საგრძნობლად გაიზარდა  იმ პროგრამების  დაფინანსება,  რომლებიც  მოსახლეობისთვის  საჭირო  და  აუცილებელია. მისივე  თქმით,   საკრებულოს  მხრიდან  გაცემული  რეკომენდაციები,  აღმასრულებელმა  ხელისუფლებამ  მაქსიმალაურად  გაითვალისწინა.

,,2021 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით გადასახდელები  1 625.7   მლიონი ლარით  იზრდება. 1 500 000 ათას  ლარს   გადააჭარბა სოციალური  პროგრამების  დაფინანსებამ,  საკმაოდ  სოლიდური  თანხები  დაიხარჯება  ინფრასტრუქტურის  მიმართულებით, რომლის  ფარგლებში  განხორციელდება:  სასმელი  წყლის  რეაბილიტაცია, გარე  განათების  ქსელის  მოწყობა,  ასევე,  მრავალბინიანი  საცხოვრებელი  სახლების   რეკონსტრუქცია.    წელს,  პირველად,    ასევე,  დაინერგა  სამოქალაქო  ბიუჯეტი, რომლის ფარგლებში  150 000 ლარით  დაფინანსდება  შვიდი  პროექტი. 2022 წლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში ასახულია   თანამშრომელთა ხელფასების ზრდაც.“-განაცხადა ვლადიმერ  გელაშვილმა.

მერის  პირველმა  მოადგილემ, ვარლამ  ჭიპაშვილმა,  აღნიშნა,  რომ   მოსახლეობის ინტერესებიდან  გამომდინარე ხარაგაულში ბევრი კარგი  პროექტის  განხორციელდება იგეგმება. მისივე  თქმით, მომავალი  წლის  ბიუჯეტში  პროგრესი  ნამდვილად  შეინიშნება  და    მაქსიმალურად  მოხდა  იმ საკითხების  გათვალისწინება,  რომელიც  დღეს  მუნიციპალიტეტში  აქტუალურია.  ვარლამ ჭიპაშვილმა სოციალურ  მიმართულებაზეც  გაამახვილა  ყურადღება  და  აღნიშნა, რომ  ბოლო  ერთ  წელში, აღნიშნული  პროგრამის  დაფინანსება  საკმაოდ  გაიზარდა  და    დიდი  ყურადღება  მიექცა მრავალშვილიანი  ოჯახების  დახმარებას.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2022  წლის ბიუჯეტის შემოსულობები განისაზღვრა   10 260 8 ათასი ლარით. აქედან :

-საწარმოთა ქონების გადასახადი - 10 275. 8 ათასი ლარი;

-ქონების გადასახადი  არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე -2 100.0  ათასი ლარი;

- დამატებითი ღირებულების გადასახადი -6 815.8   ათასი ლარი;

-მიზნობრივი ტრანსფერი დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად - 155 ათასი ლარი;

- სხვა შემოსავლები - 1 160 000 ათასი ლარი, მათ შორის:

- მოსაკრებელი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის - 60  ათასი ლარი;

- შემოსავალი მიწის იჯარიდან და მართვაში (უზურფრუქტი, ქირავნობა და სხვა) გადაცემიდან -80 ათასი ლარი;

- სანებართვო მოსაკრებელი - 30  ათასი ლარი;

- ადგილობრივი მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის - 50  ათასი ლარი;

- ჯარიმები, სანქციები და საურავები -1000,0  ათასი ლარი;

-ხარაგაულის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  დაფინანსება  784,8  ათასი ლარი;

-ხარაგაულის მუნიციპალიტეტის  მერის  დაფინანსება  2 481,5  ათასი ლარი; 

-სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური -99,9 ათასი ლარი;

-კადრების მომზადება-გადამზადებასთან, კვალიფიკაციის ამაღლებასა და სტაჟირებასთან დაკავშირებული ხარჯი -- 11,7    ათასი ლარი;

-სარეზერვო ფონდი- 93,5   ათასი ლარი;

-საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება - 1 060,0  ათასი ლარი;

-მოსახლეობის საზოგადოებრივი ტრანსპორტით უზრუნველყოფა- ? ათასი  ლარი;

-სასმელი წყლით უზრუნველყოფა  -  250,0 ათასი ლარი;

-გარე განათება-240,0 ათასი ლარი;

-მრავალბინიანი სახლების რეაბილიტაცია- 50,0 ათასი ლარი;

-კეთილმოწყობის ობიექტების მშენებლობა,რეაბილიტაცია - ?ათასი  ლარი;

-სოფლის მხარდამჭერი პროგრამა -15,0 ათასი  ლარი;

-დასუფთავება და გარემოს დაცვა - 1 190,0 ათასი ლარი;

-დასუფთავება და ნარჩენების გატანა- 1 000.0 ათასი ლარი;

-მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობა - 180,0 ათასი ლარი;

-უპატრონო ცხოველების მოვლითი ღონისძიებები- 1,0 ათასი ლარი;

-სკოლამდელი დაწესებულებების ფუნქციონირება -1 630,0 ათასი ლარი; 

-ზოგადი განათლების ხელშეწყობა (ინტერნატი)-84.0 ათ, ლარი;

-არაფორმალური განათლების პროგრამა (მოსწავლეთა სახლი)- 120.0 ათასი ლარი;

-სპორტული ღონისძიებები -1 509.2 ათასი ლარი;

- სპორტისა  და შიდა ტურიზმის ხელშეწყობა -51000 ათასი ლარი;

-კულტურისა და ხელოვნების ხელშეწყობა - 889.2ათასი ლარი;

-მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების ხელშეწყობის პროგრამა - 60.0 ათასი ლარი;

-რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა  -30,0 ათასი ლარი;

-ახალგაზრდობის მხარდაჭერა- 10.0 ათასი ლარი;

-საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა -147,0  ათასი ლარი;

სოციალური პროგრამები - 1 383,2 ათასი ლარი;

2022 წელს გათვალისწინებულია შემდეგი პროგრამები:

-სამკურნალო და საოპერაციო ხარჯებით დახმარების  პროგრამა -450,0 ათასი ლარი;

 შშმ პირთა დახმარების პროგრამა           -53.0 ათასი  ლარი;

ერთჯერადი ფინანსური დახმარება - 350,0 ათასი ლარი;

ლეიკემიით დაავადებულთა და დიალიზზე მყოფი პირების დახმარება-28.0 ათასი ლარი;

მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების ქვეპროგრამა- 15,7 ათასი   ლარი;

მარტოხელა მშობლების დახმარების პროგრამა- 8,0 ათასი ლარი;

მარჩენალდაკარგულთა დახმარების ქვეპროგრამა-8.0 ათასი ლარი;

ყოველთვიური დახმარების პროგრამა- 65.0 ათასი  ლარი;

საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობისთვის,ომში დაღუპულთა დახმარების პროგრამა-8,5 ათასი ლარი;

ხანდაზმულთა დახმარების პროგრამა- 4.0 ათასი  ლარი;

სადღესასწაულო დღეების დახმარება - 30.0 ათასი ლარი;

 სოციალურ დაუცველ და უპატრონო მიცვალებულთა  სარიტუალო მომსახურების პროგრამა  -12.0 ათასი ლარი;

უკიდურესად გაჭირვრებული  ოჯახების სათბობი მასალით დახმარების პროგრამა- 10.0 ათასი ლარი;

ახალშობილთა ოჯახების დახმარების ქვეპროგრამა- 25.0 ათასი  ლარი;

 გარდაცვლილი დევნილის ან ვეტერანის დაკრძალვა- 1.0 ათასი ლარი;

 სტიქიური მოვლენების  შედეგად დაზარალებული და მძიმე საცხოვრებელი   პირობების მქონე ოჯახების დახმარება - 140,0  ათასი ლარი.

უფასო სასადილ- 130.0 ათასი ლარი;

სოციალური დაცვის ობიექტების რეაბილიტაცია და ინვენტარით უზრუნველყოფა (საგრანტო ხელშეწყობა)  -10,0 ათასი ლარი;

გადაუდებელი რეაგირების პროგრამა - 15,0 ათასი ლარი;

ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა დახმარება - 20,0 ათასი ლარი.

სხდომაზე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ოპოზიციური პარტიების წევრებისგან დასმულ შეკითხვებს უპასუხეს.

უმრავლესობამ  2022  წლის  ბიუჯეტს  სრული  მხარდაჭერა  გამოუცხადა  და  ერთხმად  აღნიშნა, რომ   საკრებულო  და მერია  საკმაოდ  მჭიდროდ  და  კონსტრუქციულად  თანამშრომლობს, რაც  ხარაგაულის  უკეთესი  მომავლისათვის  საჭირო  და  აუცილებელია.

 

 

 

 

ნანახია: 1389 - ჯერ