სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/chepxodze_1.jpg

,,თეატრალური კვარტეტი“ ხარაგაულში მთავარ საახალწლო ღონისძიებაზე იმღერებს

8 იანვარს ხარაგაულის მერიის წინ  პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, საახალწლო ღონისძიება გაიმართ ება.

ღონისძიებაზე ხარაგაულელების წინაშე სიმღერებით წარსდგება ,,თეატრალური კვარტეტი“.

ამავე დღეს, მერიის წინ  საშობაო ბაზრობა, ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა - გაყიდვა და საბავშვო გასართობი სივრცე მოეწყობა.

 განთავსდება ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ფერადი ინსტალაციები.

გაიმართება, როგორც ადგილობრივების, ისე მოწვეული შემსრულებლების კონცერტი.

მოხდება ხარაგაულის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოება.

 ღონისძიებები საზეიმო ფოიერვერკით დასრულდება.

 ღონისძიებაზე დაცული იქნება კოვიდ რეგულაციები.

 

  • 14:00 - ღონისძიების დაწყების დრო;
  • 15:00-16:30 - კონცერტი ადგილობრივი ძალებით; საპატიო ხარაგაულელების დაჯილდოების საზეიმო ცერემონია.
  • 14:00-19:30 - საახალწლო ბაზრობა, ადგილობრივი მეწარმეების მიერ წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა. გლინტვეინი;
  • 15:00-18:00 - ბავშვებს გაართობს მოსიარულე ორკესტრი;
  • 15:00-18:00 - მრავალფეროვანი საბავშვო გასართობი სადგურები: სახეზე მოხატვა, ელფები, სახელოსნოები, მასკოტები;
  • 15:00-18:00 - სანტა კლაუსთან ფოტოსესია;
  • 18:15-19:30 - თეატრალური კვარტეტი;
  • საახალწლო ფოიერვერკი. 
ნანახია: 1885 - ჯერ