''kharagaulinews'' დაინტერესდა, რა ღონისძიებების გატარებას აპირებს კოვიდ პანდემიასთან ბრძოლის წინააღმდეგ და რა გეგმები აქვს საზოგადოებრივი ჯანდაცვს ცენტრის ახლად დანიშნულ დირექტორს, ალექსანდრე ტაბატაძეს.
ალექსანდრე ტაბატაძე: „ამ ეტაპზე,როგორც მთელ მსოფლიოში, ხარაგაულშიც ყველაზე მნიშვნელოვანი კოვიდ პანდემიასთან ბრძოლაა. მოგეხსენებათ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ოთხ პროგრამას ახორციელებს:
ვაპირებ კოვიდ პანდემიასთან ბრძოლის პარალელურად ოთხივე პროგრამას სათანადო ყურადღება მივაქციო და უფრო მეტად გავააქტიურო სამსახურის მუშაობა. სისტემატურად გავაკონტროლებთ ჰიგიენური ნორმების დაცვას საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ასევე სალონებშიც. ორგანიზაციები იქნებიან კონტროლის ქვეშ და შესაბამისად მიეცემათ რეკომენდაციები.“
ალექსანდრე ტაბატაძე ახალ საკადრო გადაწყვეტილებებს არ გეგმავს. ამბობს რომ მისი მიზანია სამსახურის საქმიანობა კიდ ევ უფრო გაააქტიურდეს.
,,თანამშრომლებმა თავიანთი უფლება - მოვალეობები ჯეროვნად უნდა შეასრულონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოხდება მათი გადანაცვლება სხვა პოზიციაზე. პანდემია ჩვენგან სრულ მობილიზებას ითხოვს და ამიტომ ის ადამიანური რესურსი, რაც გვაქვს სწორად უნდა იყოს გამოყენებული.“
ჯანდაცვის ცენტრის ახალი დირექტორის ინფორმაციით, ხარაგაულში ვაქცინაციის პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს. მოქალაქეებს შეუძლიათ ჩინური წარმოების ვაქცინით სინოფარმით ან სინოვაკით აცრა.
,,ვაქცინაციის პროცესი ორ ლოკაციაზე მიმდინარეობს დაბაში რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის ხარაგაულის სამედიცინო დაწესებულებაში: ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით, ხოლო-ბორითის გადაუდებელი დახმარების კლინიკაში პარასკევიდან კვირის ჩათვლით. დღეის მდგომარეობით, ხარაგაულში 6500 ვაქცინირებულია. თუმცა სინამდვილეში აცრილთა რაოდენობა გაცილებით მეტია, ვინაიდან ჩვენი რაიონის მაცხოვრებლები სხვა ქალაქებშიც იტარებენ ვაქცინაციას.“
კითხვაზე რა ღონისძიებებს ატარებს, ხარაგაულის ჯანდაცვის ცენტრი კოვიდ პანდემიის წინააღმდეგ, ალექსანდრე ტაბატაძე პასუხობს:
,,ჩვენი სამსახური უზრუნველყოფს პფაიზერით აცრის მსურველების ტრანსპორტირებას ქალაქ ზესტაფონში. ეს პროექტი აქტიურად მიმდინარეობს, ხარაგაულის მერის კობა ლურსმანაშვილისა და მერის პირველი მოადგილის, ვარლამ ჭიპაშვილის ინიციატივით და ჩართულობით."
სასიამოვნო სიახლეა ის, რომ სულ მალე, ხარაგაულის მერისა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართვლოს უფროსის გოჩა გიორგიძე აქტიური მუშაობით, ფაიზერით აცრა შესაძლებელი იქნება ხარაგაულის საავადმყოფოში.
როგოც ჩვენთან საუბარში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი, ალექსანდრე ტაბატაძე განმარტავს, მოხდა კლინიკის ორი მედპერსონალის გადამზადება და ფაიზერით ვაქცინაცია, რეგიონულ ჯანდაცვის ცენტრში, ორშაბათობით განხორციელდება.
აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი ხელისუფლებისა და ჯანდაცვის ცენტრის ძალისხმევით, თვეში ერთხელ ხარაგაულში ჩამოდის სპეციალური ბრიგადა, რომელიც უზრუნველყოფს ფაიზერით აცრას იმ მოქალაქეებისათვის, რომლებიც არსებული ვაქცინით სარგებლობას ვერ ახერხებენ.
ჩვენი სამსახური აქტიურადაა ჩართული კოვიდზე გამოკვლევების პროგრამაში.
ა.აიპ საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრში შესაძლებელია, როგორც სწრაფი ისე პისიარ კვლევა . პისიარ ტესტირება ტარდება მხოლოდ ორშაბათს, სწრაფი ტესტები ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. თუ დიდი მომართვიანობა იქნება ტესტირება შესაძლებელია შაბათ კვირასაც დღის პირველ მონაკვეთში. ასევე არიან ოჯახები, რომლებსაც არ შეუძლიათ კოვიდ კვლევის ჩასატარებლად ადგილზე მოსვლა. (ძირითადად შშმ პირები ან უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახები, )ასეთ შემთხვევაში ადგილზე თავად მივდივართ და ვუტარებთ როგორც სწრაფ ისე პისიარ ტესტს.
ა.ა.ი.პ „საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრს“ 2022 წელს 164 500 ლარი გამოეყო. ხარაგაულის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ა.ა.ი.პ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის სუბსიდირება -76 500 ლარია.
ხოლო 88 ათასი ლარი არის დელეგირებული ტრანსფერი, რომელიც ცენტრალური ბიუჯეტიდან კოვიდ პროგრამის განხორციელებისათვის ირიცხება.