სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/search-job.jpg

ხარაგაულის მერიის მიერ გამოცხადებული ვაკანსიებზე განაცხადების მიღება დასრულდა

ხარაგაულის მერიამ  სამი სამსახურის უფროსის პოზიციაზე შიდა კონკურსი გამოაცხადა.

ვაკანტური იყო შემდეგი პოზიციები:

პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის უფროსი.

პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი

პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი.

 

ინფორმაციისთვის, შიდა კონკურსი ცხადდება პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად საჯარო დაწესებულების ან/და ამ დაწესებულების სისტემის მასშტაბით და მასში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს იქ დასაქმებულ მოხელეს.

შიდა კონკურსში მონაწილეობის უფლება არ აქვს რეზერვში ჩარიცხულ პირს და შრომით ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს.

ღია კონკურსი გამოცხადდა  ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის მეოთხე რანგის მეორე კატეგორიის უმცროს სპეციალისტის პოზიციაზე კეთილმოწყობისა და ტერიტორიის დასუფთავების საკითხებში

განვმარტავთ, რომ ღია კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს, რომელიც აკმაყოფილებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე და 29-ე მუხლებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

კონკურსზე საბუთების წარდგენის ვადა 22 იანვარს დასრულდა.

მერიის ადმინისტრაციული სამსახურის , საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის

ადამიანური რესურსების მართვის საკითხებში ია ტაბატაძის ინფორმაციით, შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის უფროსის პოზიციაზე  დაფიქსირებულია 1 აპლიკანტი.

ეკონომიკისა და ქონების მართვის და ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის პოზიციებზე 2-2 აპლიკანტი.

ხოლო მეოთხე რანგის მეორე კატეგორიის უმცროს სპეციალისტის პოზიციაზე, სადაც ღია კონკურსი იყო გამოცხადებული  განცხადება 6 აპლიკანტმა შემოიტანა.

შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის უფროსის პოზიციაზე წარმოდგენილმა აპლიკანტმა  საკვალიფიკაციო მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა.

ეკონომიკისა და ქონების მართვის და ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის პოზიციებზე საკვალიფიკაციო მოთხოვნები თითო კანდიდატმა დააკმაყოფილა.

ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის მეოთხე რანგის მეორე კატეგორიის უმცროს სპეციალისტი კეთილმოწყობისა და ტერიტორიის დასუფთავების საკითხებში , აღნიშნულ პოზიციაზე კონკურსის პირველი ეტაპი 5 - მა აპლიკანტმა გადალახა.

 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის საკონკურსო კომისიის წინაშე კონკურსანტები 31 იანვარს წარსდგებიან.

 

ნანახია: 1498 - ჯერ