სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0231.JPG

საკრებულომ, მერიის შესყიდვების სამსახურის ანგარიში დადებითად შეაფასა

7  თებერვალს გამართულ საკრებულოს  სხდომაზე  დეპუტატებმა  დღის წესრიგით  გათვალისწინებული  საკითხები განიხილეს.  მათ  შორის,  ხარაგაულის  მუნიციპალიტეტის  მერიის  სახელმწიფო შესყიდვებისა და  მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის  სამსახურის ანგარიში, რომელიც   2021 წლის  პერიოდს მოიცავდა.  ანგარიში  შესყიდვებისა და  მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის  სამსახურის უფროსმა,  ზურაბ იჩქიტიძემ  წარმოადგინა.   

მომხსენებლის ინფორმაციით ,,შესყიდვების  სამსახური  არეგულირებს  სახელმწიფო  შესყიდვების  სწორად განხორციელებას, სატენდერო  დოკუმენტაციის   პროექტების, სატენდერო  კომისიის სხდომის  ოქმების,   ინტერესთა კონფლიქის,  ხელშეკრულების, ურთიერთშეთანხმების  აქტის, მიმწოდებლებთან  გადასაგზავნი  წერილების, სამართლებრივი  აქტისა და  სხვადასხვა სახის საჭირო  დოკუმენტაციის პროექტების  მომზადებას.

საანგარიშო პერიოდში  მუნიციპალიტეტის  მერიამ  სახელმწიფო შესყიდვები   განახორციელა  სახელმწიფო  და  ადგილობრივი თვითმმართველი  ერთეულის ბიუჯეტის  სახსრებით. აღსანიშნავია, რომ შესყიდვების განხორციელებისას,   არ  გამოკვეთილა    წლიური გეგმის  შეუსაბამო  ქმედება,  რაც შესაძლებელია   გამოიხატოს: გეგმის  ხელოვნურად  დაყოფაში,  მონეტარული  ზღვრების   დარღვევაში  და  ა.შ.  მნიშვნელოვანია,  რომ შესყიდვების  განხორციელებისას გათვალისწინებული იქნა,  სახელმწიფო  შესყიდვების   სააგენტოსა   და წინა  წლებში სახელმწიფო  აუდიტის  მიერ  გაცემული  რეკომენდაციები  და  შენიშვნები.     

როგორც  მერიის  შესყიდვების  ანგარიშში  ვკითხულობთ,  2021  წლის  განმავლობაში,  ჯამში 9 978 592.33  ლარის  შესყიდვა  განხორცილდა.  მათ  შორის 

ელექტრონული  ტენდერით -  8 167  533.33  ლარის  შესყიდვა;

კონსოლიდერებული ტენდერის  საშუალებით  460 011.16  ლარის შესყიდვა; 

გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე 159 655.82  ლარის  შესყიდვა;

მონეტარული  ზღვრების  დაცვით  105  385.96 ლარის  შესყიდვა;

სახელმწიფოებრივი  და  საზოგადოებრივი  მნიშვნელობის ღონისძიებების  ფარგლებში  24 937.16  ლარის  შესყიდვა;

ნორმატიული აქტით  დადგენილი  გადასახადების  ფარგლებში  30  568  ლარის  შესყიდვა;

,,სოფლის  მხარდაჭერი  პროგრამის“  ფარგლებში  1 030  483.29  ლარის  შესყიდვა;

ელექტრონული  ტენდერების  ჩატარების   შედეგად  და  ერთ პირთან  მოლაპარაკების   გზით, მერიამ  ჯამში  სხვადასხვა  საქონლის, მომსახურებისა  და სამუშაოების შესრულების  შესყიდვაზე მიმწოდებლებთან გაფორმდა  232  ხელშეკრულება, რომლებიც  გაფორმების  თარიღიდან 10  დღის  ვადაში  იტვირთება  და რეგისტრირდება  სახელმწიფო შესყიდვების  ერთიან  ელექტრონულ  სისტემაში. (www.procurement.gov.ge).

სისტემაში  რეგისტრირებულ  ხელშეკრულებებზე ეტაპობრივად  იტვირთება  ხელშეკრულების  საფუძველზე  ფაქტობრივად  შესრულებული სამუშაოების, გაწეული  მომსახურების, მოწოდებული  საქონლის შესახებ  წარმოებული დოკუმენტაცია.

აქვე  გეტყვით, რომ     შესყიდვების  სამსახურის  ანგარიში  ბიუროს  სხდომასა  და  შესაბამის  კომისიებზე იყო  განხილული. დეპუტატებმა  სამსახურის  ანგარიშის  დადებითად  შეაფასებას  ერთხმად  დაუჭირეს  მხარი.

ნანახია: 667 - ჯერ