ზესტაფონი-კიცხი-ხარაგაულის საავტომობილო გზის 21-კილომეტრიანი მონაკვეთის სრული კაპიტალური რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია.
ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი:
,,როდესაც ეს პროექტი, დაანონსდა საზოგადოების ერთმა ნაწილმა ეს რეალობად მიიღო და მეორე ნაწილმა წინასაარჩევო დაპირებად. ფაქტი სახეზეა, რომ პროექტის განხორციელება მიმდინარეობს. ჩვენ გვექნება 25 კილომეტრიანი კეთილმოწყობილი გზა, რომელიც თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად მოეწყობა და მოემსახურება ხარაგაულის მოსახლეობას."
გამარჯვებული კომპანია, შპს ,,New Road“,სამუშაოებს 14 288 888 ლარად შეასრულებს.