ხარაგაული, უკრაინას მხარდაჭერას უცხადებს და სამხედრო მოქმედებების შედეგად დაზარალებული უკრაინელი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვებას იწყებს.
ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის ინფორმაციით, უკრაინის დასახმარებლად ჰუმანიტარული მიზნებისთვის, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის სარეზერვო ფონდიდან თანხა გამოიყოფა.
ხარაგაულელებს, სურვილის შემთხვევაში, ომში მყოფი უკრაინელების დასახმარებლად საკვები და სამედიცინო პროდუქტები,ასევე სპეციალური საჭიროების ნივთები შეგიძლიათ ხარაგაულის მერიის ადმინისტრაციული შენობის პირველ სართულზე, მოქალაქეთა ინფორმირებისა და ჩართულობის ცენტრში მოგვაწოდოთ.
მერიაში შექმნილი სამუშაო ჯგუფის თანამონაწილეობით ორგანიზება გაუკეთდება,
ამანათების შეგროვებას და დახარისხებას.
ჰუმანიტარული ტვირთი ხარაგაულიდან საქართველო სახელით უკრაინაში გაიგზავნება.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ; პასუხისმგებელი პირი: ვარლამ ჭიპაშვილი , მერის პირველი მოადგილე.
საკონტაქტო პირი: ინგა ბერაძე, ტელ: 599 44 20 57 , ჟანა ნემსაძე ტელ: 595902720