სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/jdewesgburg1_3.jpg

რა გაკეთდება ბაზალეთში ,'სოფლის მხარდაჭერის' პროგრამის ფარგლებში

‘’შეხვედრაზე ადგილობრივები ღიად  მსჯელობენ იმ საჭიროებებზე, რაც რეალურად აქტუალურია მათთვის. მნიშვნელოვანია, როდესაც  მოსახლეობამ ზუსტად  იცის რა  სჭირდება  სოფელს და რა  არის  ძირითადი პრიორიტეტი.   შეფასება გააკეთა,  მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა ბაზალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში გამართული შეხვედრების შემდეგ.

ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის გადაწყვეტილებით, აუცილებლობის შემთხვევაში, ხარაგაულის მერია ,  მოსახლეობის მიერ შერჩეულ პროექტებზე ,  ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დამატებით, თანადაფინანსებას  განახორციელებს.

,,სოფლის მხარდაჭერის" პროგრამის ფარგლებში, ბაზალეთში, წიფში, ღარიხევსა და ქროლში შემდეგი პროექტები  განხორციელდება.

ბაზალეთი-  ჭაბურღილი და  უბნებში  გარე  განათების  სიტემის  მოწყობა.

 წიფი -   სასაფლაოს  ეზოს  შემოღობვა.

 ღარიხევი - გარე  განათების  სისტემის  მოწყობა.

 ქროლი -  სპორტული  მოედნის  მოწყობა და სასოფლო წისქვილის რეაბილიტაცია.

მერია საპროექტო წინადადებებს მოსაწონებლად საკრებულოს წარუდგენს.

 წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებულ  პროექტებზე მომზადდება ხარჯთაღრიცხვები,  რის  შემდეგაც  ინფრასტრუქტურული სამუშაოები  დაიწყება.

ნანახია: 993 - ჯერ