ხუთშაბათს, 11 საათზე, ხარაგაულის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში სისხლის უანგაროდ გაცემის აქცია გაიმართება.
კობა ლურსმანაშვილი: ,,ხარაგაულის მერია გამოხატავს სოლიდარობას და მონაწილეობას იღებს სისხლის უანგარო დონორის აქციაში, ყველას ვთხოვ, მაქსიმალურ ჩართულობას და თანამონაწილეობას. ვფიქრობ, ეს ქველმოქმედების ერთ-ერთი სახეა და ხარაგაული აქაც ღირსეულად გამოხატავს თავის სრულ მხარდაჭერას ადამიანების მიმართ.“
რა უნდა იცოდე , რომ გახდე სისხლის დონორი
სისხლის დონორი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ჯანმრთელი ადამიანი 18 - დან 65 წლამდე , თუ :
თქვენი წონა 50 კგ და მეტია
არ გაქვთ გადატანილი ვირუსული ჰეპატიტი B და C , შიდსი, სიფილისი
არ ხართ დაავადებული მალარიით
არ ხართ ნარკოტიკის მომხმარებელი
ბოლო 3 თვის განმავლობაში არ გაქვთ გადატანილი ქირურგიული ოპერაცია
2 თვის მანძილზე არ გაგიკეთებიათ ტატუ
არ გქონიათ სხვის სისხლთან კონტაქტი
ქალებს ბოლო 6 თვის მანძილზე არ ჰქონიათ ორსულობა
ბოლო 1 წლის განმავლობაში არ გაგიკეთებიათ ცოფის საწინააღმდეგო აცრა
ინფორმაცია კოვიდინფექციასთან დაკავშირებით:
სისხლის ჩაბარება შესაძლებელია: კოვიდინფექცირებიდან 2 კვირის შემდეგ
კოვიდვაქცინაციიდან 2 კვირის შემდეგ
გამოკვლევის შედეგები მოგეწოდებათ ინდივიდუალურად , დახურულ კონვერტებში
,,გაიღე სისხლი, გაუზიარე სიცოცხლე“.