სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/DSC_0012.JPG

ხარაგულის მერმა, დაბა ხარაგაულში მიმდინარე მასშტაბური პროექტების მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლობასთან, შეხვედრა გამართა

შეხვედრის მიზანი,  ხარაგაულში  ორი  მასშტაბური  პროექტის, წყალმომარაგების და წყალარინების მიმდინარე  სამუშაოებთან დაკავშირებით, საზოგადოების ინფორმირება და მათთვის  სწორი  და ობიექტური  ინფორმაციის მიწოდება  გახლდათ.

შეხვედრას წყალმომარაგების კომპანიის პროექტების  მართვისა  და  ზედამხედველობის   დეპარტამენტის  ხელმძღვანელი, ტიტე  კიკაჩეიშვილი და კონტრაქტორი კომპანიების (,,ჰიდროტექნოლოგიური ჯგუფი“,  შპს ,,ლ&დ“ და კომპანია ,,ჯი-პი-სი“ ) წარმომადგენლობა ესწრებოდა.

შემსრულებელი  კომპანიების  ხელმძღვანელებმა:  ზურაბ  ბარჯაძემ  და ლევან  ტაბიძემ,  მუნიციპალიტეტის  მერს, დეტალურად  მიაწოდეს   ინფორმაცია, თუ რა ეტაპზეა სამუშაოები, რა პროცესები მიმდინარეობს ამჟამად და როდის  დასრულდება.

,, პროექტის ფარგლებში მიმდინარე წყალმომარაგების, გამრიცხველიანების და წყალარინების  სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. ჩვენ მოსახლეობას ახალ სერვისს ვთავაზობთ. ამ დროს მნიშვნელოვანია ადგილობრივი ხელისუფლების მაქსიმალური ჩართულობა და მადლობა მერს და მის გუნდს ამისთვის. პრობლემები უკვე დაძლევადია  და გვაქვს შესაძლებლობა პროექტების განხორციელება, უფრო სწრაფ ტემპში დავასრულოთ.

სპეციფიკიდან გამომდინარე პროექტით გათვალისწინებული საქმიანობის 80 % ფარული მიწისქვეშა სამუშაოებია. ფაქტიურად ხარაგაულის მიწისქვეშა კომუნიკაციები თვალით უხილავი იყო,  რომელსაც ახლა ვსწავლობთ და ვაკორექტირებთ.

ამჯერად სისტემის ყველა დეტალის რუკებზე დატანა, დასურათება ხდება, რაც შესაძლო ავარიების დროს ქსელის ეფექტურ მართვას განაპირობებს" -  აღნიშნა ტიტე კიკაჩეიშვილმა.

ტიტე კიკაჩეიშვილის განცხადებით, მიუხედავად ამისა, პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების განხორციელება  ვადებში ესწრება, კონტროლზეა აყვანილი  სამუშაო პროცესი და ინფრასტრუქტურული პროექტი წარმატებით დასრულდება.

ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი:

,, ჩვენ თავიდანვე მივმართეთ საზოგადოებას რომ იქნებოდა დისკომფორტი. ამის შესახებ განცხადება ჯერ კიდევ მაშინ გავაკეთეთ, როდესაც ეს პროექტი იწყებოდა.

შექმნილი შეფერხების გამო ბოდიშს ვუხდი მოქალაქეებს, მარტის თვის ბოლოს , მთავარ ქუჩაზე ეს სამუშაოები დასრულდება. ამის შემდეგ,  ასფალტის საფარის გადაგება და ტროტუარების მოწყობა დაიწყება. წყალარინების და წყალმომარაგების პროექტის ფარგლებში სამუშაოები გაგრძელდება სხვა  უბნებში, ჩიხებსა და ქუჩებზე. დროებითი დისკომფორტები კვლავ იქნება.

 დღეს ხარაგაულში  ყველა  კომპანია იყო წარმოდგენილი: კონტრაქტორები, რომლებიც უშუალოდ პასუხისმგებლები  არიან, ასევე მათი ქვეკონტრაქტორი ორგანიზაციების ხელმძღვანელები,   რომლებიც ადგილზე მუშაობენ.  ერთობლივად  გავიარეთ ყველა საკვანძო  საკითხი და  მივიღეთ პირობა,  რომ სამუშაოები დათქმულ ვადაში  დასრულდება. 

მე არ მინდა საზოგადოებას ჰქონდეს იმის განცდა და მოლოდინი , რომ პროცესები უყურადღებოდაა დატოვებული, მთლიანად კონტროლზეა აყვანილი ეს პროცესი, კომპანიები მუშაობენ, მათი ვალდებულებები განსაზღვრულია.

 პროექტის განხორციელების პასუხისმგებლობის ნაწილში ჩვენ თანამონაწილედ ვთლით თავს. თუმცა განვმარტავ, რომ   ეს არის პროექტი, რომელიც წყალმომარაგების კომპანიის მიერ ხორციელდება. კონტრაქტორი ორგანიზაციები  ამ კომპანიის წინაშე არიან პასუხისმგებლები.   ჩვენ სამართლებრივი უფლებამოსილება, რომ რაიმე ფორმით ვიყოთ  ჩართული ამ პროექტის განხორციელებაში არ გვაქვს, თუმცა მერიის შესაბამის სამსახურებს ყოველდღიური კომუნიკაცია აქვთ მათთან. შემდეგი ეტაპი გზის საფარის დაგება იქნება.

ამჯერად გვიწევს კომპანია ,,ბლექ სი გრუპთან“ მუშაობა , რომ  ვალდებულება შეასრულოს და მთავარ ქუჩაზე სამუშაოების დასრულებისთანავე გზის საფარის დაგება დაიწყოს.

კონტრაქტში გათვალისწინებული იყო ასფალტის ზედა ფენის გადაგება, ამჯერად სრულფასოვანი სამუშაოები უნდა ჩატარდეს, რადგან ქუჩების გადათხრამ  ზედაპირი მნიშვნელოვნად დააზიანა. ,,ბლექ - სი - გრუპის" მიერ რეაბილიტაცია ჩაუტარდება გზის სხვა  მონაკვეთებსაც.  პირადად ვესაუბრე საგზაო დეპარტამენტის ხელმძღვანელობას ისინი აღნიშნულ კომპანიასთან მოლაპარაკებების წარმოების პროცესში არიან.ხელშეკრულებაში შედის ცვლილებები, რაც დროში ამ საკითხების მოგვარებას სწრაფად უზრუნველყოფს.”

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მარტის ბოლოს მიწისქვეშა კომუნიკაციების სამუშაოები  ცენტრალურ ქუჩაზე დასრულებული იქნება.

კობა ლურსმანაშვილი: შემსრულებლების მიერ აღებული ვალდებულებების შესაბამისად , ამის შემდეგ  ჩვენ  ვიწყებთ სამუშაოებს ,,ბლექ-სი-გრუპთან“ და საგზაო დეპარტამენტთან , რომ დევებიდან რკინიგზის ბინამდე გზაზე ასფალტის გადაგების შესაძლებლობა მოგვეცეს.

ჩვენ ზაფხულს  მოწესრიგებული საგზაო ინფრასტრუქტურით უნდა შევხვდეთ.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ  ხარაგაულში  ორი  მასშტაბური  პროექტი ერთდროულად  მიმდინარეობს.  მივესალმები  იმ  ფაქტს,  რომ სულ  მალე  მოსახლეობა   უწყვეტი  წყალმომარაგებით  ისარგებლებს, ასევე  დაბაში  გვექნება ახალი წყალარინების (საკანალიზაციო)   სისტემა,  რომელიც  წლებია, პრობლემა  იყო  მუნიციპალიტეტში.

 ხარაგაულის მერია მზადაა გაიზიაროს ყველა სახის პასუხისმგებლობა და ხარაგაულში მიმდინარე მასშტაბური ცვლილებების თანამონაწილე იყოს.

ნანახია: 1007 - ჯერ