სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0016.JPG

ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი სოფელ უბისაში უკრაინელი, კოსტენკოების ოჯახს ესტუმრა

დღეს, ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი  სოფელ უბისაში  უკრაინელი, კოსტენკოების ოჯახს ესტუმრა და მათ  საკვები პროდუტების ნაკრები, ტკბილეულის კალათა და ფულადი სახის შემოწირულობა გადასცა.

საქართველოში ტურისტული ვიზიტით მყოფი ოჯახი საომარი მოქმედებების განვითარების გამო საქართველოში დარჩა და ამ ეტაპზე სოფელ უბისაში, მასპინძელ ოჯახში ცხოვრობს.

ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი:

,,ხარაგაულში გვყავს  ოჯახი, უკრაინიდან, დნეპროპეტროვსკის ოლქიდან, ქალაქ მარგანეციდან, რომლებიც საქართველოში სტუმრად იმყოფებოდნენ და საომარი მოქმედებების განვითარების გამო სამშობლოში დაბრუნება ვეღარ შეძლეს.

ხარაგაულელები, ხარაგაულის მერია, საკრებულო , საგანმანათლებლო რესურსცენტრი , აიპები მაქსიმალურდ  არიან მობილიზებული, უკრაინელი ოჯახის მხარდაჭერისთვის. მსგავსი ტიპის აქციები, მზრუნველობა და ყურადღება მათ მიმართ კვლავ გაგრძელდება.

ჩვენ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას, რაც უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევას გულისხმობს ადგილზე  აქტიურად ვუჭერთ მხარს.

ჰუმანიტარული დახმარების პირველი ეტაპი ხარაგაულიდან საერთო რეგიონულ ჭრილში უკვე გაიგზავნა, ამ პროცესში, უშუალოდ იყო ჩართული მხარის რწმუნებული,ბატონი ზვიად შალამბერიძე. ხარაგაული მზადაა კვლავ აქტიურად მიიღო მონაწილეობა  ჰუმანიტარულ აქციებში, რომელიც ძალიან სჭირდება ჩვენ უკრაინელ დებს და ძმებს."

უკრაინის მოქალაქეებმა დიდი მადლიერება  გამოხატეს ხარაგაულის მერიის და ყველა იმ ადამიანის და ორგანიზაციის მიმართ,ვინც  ჩართული იყო აქციაში.

კოსტენკო ირინა, უკრაინის მოქალაქე:

,,მადლობის სიტყვები ძალიან ცოტაა ჩვენი ემოციების გამოსახატავად. უფალი ფარავდეს უკრაინას და საქართველოს."

მარინა ვეფხვაძე, საგანმანათლებლო რესურსცენტის უფროსი:

,,9 წლის ვლადიმერ  კოსტენკო სოფელ უბისის საჯარო სკოლის მე-4 კლასში  სწავლობს. მას სკოლაში მეგობრული ატმოსფერო დახვდა, ამბობს რომ ახალ გარემოს უკვე შეეჩვია და თავს  კარგად გრძნობს.ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ მასზე  ზრუნვას."

დღევანდელი აქცია ხარაგაულის მერიის საჯარო მოხელეების და მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების აქტიური ჩართულობით შედგა.

ხარაგაულის მერიის ორგანიზებით, მსგავსი ტიპის აქტივობები უკრაინელების მხარდასაჭერად კვლავ გაგრძელდება.

ნანახია: 1118 - ჯერ