სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/1234_1.jpg

კობა ლურსმანაშვილი: ხარაგაულში დასაქმების პროგრამის მიმართ დიდი ინტერესია

პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული დასაქმების მასშტაბური პროგრამა - ორშაბათის ტრადიციული თათბირის ძირითადი თემა იყო.

თათბირზე, კობა ლურსმანაშვილმა ვრცლად ისაუბრა დასაქმების პროგრამაზე, რომელიც  სოციალურად დაუცველი პირების, საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმებას უზრუნველყოფს.

მერმა, მერის  წარმომადგენლებს,  პროგრამის შესახებ მოქალაქეების ინფორმირება და  უშუალოდ იმ ოჯახებში მისვლა დაავალა, სადაც ორზე მეტი  შრომისუნარიანი პირი ცხოვრობს და შემწეობას იღებს.

ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი:

,,ვფიქრობ,  პროექტი მნიშვნელოვანია და სოციალურად დაუცველი მოქალაქეების ინტერესებზეა მორგებული.პროგრამის მიზანია,მოქალაქეებს გაუჩნდეთ დამატებითი შემოსავალი და სახელმწიფო შემწეობასთან ერთად ჰქონდეთ სამსახურიც. ეს იქნება მათი კანონიერი შემოსავალი, რომელიც  არ იქნება შეფასებული , როგორც ფინანსურ მდგომარეობის გაუმჯობესება და ოჯახი, ოთხი წლის განმავლობაში არ გადამოწმდება. ანუ ოჯახს უნარჩუნდება შემწეობაც და  დამატებითი შემოსავალი ხელფასის სახით.“

როგორც კობა ლურსმანაშვილმა აღნიშნა, ხარაგაულში პროგრამის მიმართ დიდი ინტერესია. ხარაგაულის მერიაში დასაქმების სააგენტოდან უკვე მოვიდა განცხადებები, რომელთანაც სამუშაოს წარმდგენი სუბიექტები ხელშეკრულებებს გააფორმებენ. პროგრამის ფარგლებში  გვყავს დასაქმებული პირებიც.

დასაქმების პროგრამაში ჩასართავად, ბენეფიციარებმა სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვის ცენტრებს უნდა მიმართონ.http://ssa.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=18

ნანახია: 1099 - ჯერ