სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/bl_DSC0153.JPG

  კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორად მამუკა ჭიპაშვილი დაინიშნა

ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის გადაწყვეტილებით, (ა)იპ ,, კულტურისა და ხელოვნების ცენტრს”  მამუკა ჭიპაშვილი უხელმძღვანელებს.

მამუკა ჭიპაშვილი  ამ დრომდე  სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი გახლდათ.

როგორც ოფიციალურ შეხვედრაზე, მერმა კობა ლურსმანაშვილმა განმარტა განხორციელდება ა(ა)იპ ,,კულტურისა და ხელოვნების ცენტრის“ სტრუქტურული ცვლილება, მას ტურიზმის მიმართულება დაემატება.

კობა ლურსმანაშვილი:

,,ტურიზმი  ხარაგაულის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი და ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა. ჩვენ ამ კუთხით გვჭირდება სიახლეები, შესამუშავებელია კონკრეტული გეგმა, განსახორციელებელია პროექტები, საჭიროა მუდმივი კომუნიკაცია სამთავრობო და არასამთავრობო უწყებებთან , რასაც ვფიქრობ თავს კარგად გაართმევს მამუკა ჭიპაშვილი, რომელსაც კულტურის და ტურიზმის მიმართულებით მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს“.

ეთერ კიკნაძის სახელობის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის მოვალეობას თამარ ლაცაბიძე შეასრულებს.

მერის მრჩევლის პოზიციაზე, კულტურის საკითხებში  გააგრძელებს საქმიანობას ნიკოლოზ მაჭავარიანი, რომელიც დღემდე ,,კულტურისა და ხელოვნების ცენტრის" დირექტორის პოზიციას იკავებდა.

კობა ლურსმანაშვილის  განცხადებით, საკადრო ცვლილებების მიზანი ეფექტური საქმიანობის განხორციელება, ახალი მენეჯმენტით ახალ შედეგებზე გასვლა და საზოგადოებისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტების შეთავაზებაა.

ხარაგაულის მერი ახლად დანიშნულ ხელმძღვანელ პირებს , ოფიციალურად, უახლოეს დღეებში წარადგენს.

 

 

ნანახია: 1418 - ჯერ