ხარაგაულის მერის, კობა ლურსმნაშვილის ბრძანებით, მერის მრჩევლის პოზიციაზე, გააგრძელებს საქმიანობას ნიკოლოზ მაჭავარიანი, რომელიც დღემდე ,,კულტურისა და ხელოვნების ცენტრის" დირექტორის პოზიციას იკავებდა.
ნიკოლოზ მაჭავარიანს უფლებამოსილების სფეროდ კულტურული მიმართულება განესაზღვრა.
კობა ლურსმანაშვილის განცხადებით, საკადრო ცვლილებების მიზანი ეფექტური საქმიანობის განხორციელება, ახალი მენეჯმენტით ახალ შედეგებზე გასვლა და საზოგადოებისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტების შეთავაზებაა.
ხარაგაულის მერი ახლად დანიშნულ ხელმძღვანელ პირებს , ოფიციალურად, უახლოეს დღეებში წარადგენს.