სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/DSC_0011.JPG

ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა ხარაგაულის ცენტრალური პარკის რეაბილიტაციის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი

ხარაგაულის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია დაიწყო.

ხარაგაულის მერმა , კობა ლურსმანაშვილმა ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რომელიც ხარაგაულის მერიასა და შპს ,,არბა“ -ს შორის გაფორმდა.

ხელშეკრულება დაბა ხარაგაულში კულტურისა და დასვენების პარკის რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

პროექტის ღირებულება მილიონ 460 ათას 942 ლარია.

ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი:

,,ჩვენი მიზანია , ხარაგაულს ჰქონდეს ვრცელი და მოწესრიგებული რეკრეაციული ზონა. ხარაგაულის ცენტრალური პარკი  მიმზიდველი იქნება ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის. ვფიქრობ, ეს ხელს შეუწყობს ხარაგაულის სამომავლო განვითარებას.”

ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი მოქალაქეებს და სხვადასხვა დაინტერესებულ სეგმენტ ჯუფებს პარკის რეაბილიტაციის პროცესში ჩართულობისკენ მოუწოდებს.

 ხარაგაულის მერია საჯაროობის მიზნით, მზადაა შექმნას მონიტორინგის ჯგუფი , რომელიც რეაბილიტაციის პროცესის რეგურალურ ზედამხედველობას გასწევს.

ხარაგაულის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია სახელშეკრულებო პირობებით მიმდინარე წლის დეკემბრის თვეში უნდა დასრულდეს.

 

ნანახია: 3173 - ჯერ