პრემიერა ხარაგაულის კინოთეატრში გაიმართა. სპექტაკლის საპრემიერო ჩვენებას, ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი, მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი, პიესის ავტორი, დრამატურგი, ნინო მირზიაშვილი , მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი , გიორგი თავაძე, ყაზახეთის თეატრის რეჟისორი, გულსინა მირგალიევა, იმერეთის თეატრალური ფესტივალის ორგანიზატორები და ფესტივალის პროფესიული ჟიური ესწრებოდა.
სპექტაკლმა მაყურებლის დიდი მოწონება და მქუხარე აპლოდისმენტები დაიმსახურა.
პიესის ავტორი, ნინო მირზიაშვილი:
,,ძალიან ბედნიერი ვარ. აღფრთოვანებული ვარ ქალბატონი ირინე ჩხეიძის რეჟისურით ,მან თავისი განსაკუთრებული ნიუანსები შეიტანა სპექტაკლში , რაც ძალიან კარგად გამოუვიდა. მსახიობები შესანიშნავად თამაშობდნენ, ძალიან საინტერესო და სანახაობრივი სპექტაკლია და დიდი მადლობა ხარაგაულის თეატრს იმ სიხარულისთვის , რომელიც მათ მომანიჭეს“.
სპექტაკლის რეჟისორი, ირინე ჩხეიძე გახლავთ.
მონაწილეობდნენ: ირინე ჩხეიძე,ბათუ კიკნაძე, ლია ჭიპაშვილი, ნიკოლოზ მაჭავარიანი, გიორგი მაქაძე, ვასილ კიკნაძე.
თეატრალური ფესტივალის ფარგლებში , იმერეთის მასშტაბით, 17 სპექტაკლი იქნება წარმოდგენილი.
სპექტაკლებს პროფესიული ჟიური შეაფასებს და ფესტივალის ბოლოს სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები გამოვლინდებიან.
ფესტივალის დახურვა ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ თეატრში 1 ივლისს გაიმართება.