იტალის დედაქალაქ რომში დასრულდა მატეო პელიკონეს სახელობის სარეიტინგო ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში .
სასიხარულოა, რომ ტურნირში მონაწილეობას იღებდნენ, საქართველოს ნაკრებში წევრები, ხარაგაულელი მოჭიდავეები, სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის თავისუფალი ჭიდაობის სექციის კონსულტატები ზაურ ბერაძე და ევსემ შველიძემ.
86კგ.წონით კატეგორიაში ზაურ ბერაძემ III ადგილისთვის ბრძოლაში დაამარცხა მსოფლიო ჩემპიონი უკრაინელი მუჰამედ ალიევი და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
79კგ.წონით კატეგორიაში V ადგილზე გავიდა და სარეიტინგო ქულები მოიპოვა ევსემ შველიძემ, რომელმაც ტურნირის მსვლელობისას გზიდან ჩამოიცილა ევროპის 2გზის და მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორი აზერბაიჯანელი აშიროვი და ევროპის პრიზიორი ლატვიის სახელით მოასპარეზე ამიროვი.
ხარაგაულის მერია ულოცავს ზაურ ბერაძეს და ევსემ შველიძეს მიღებულ შედეგებს და წარმატებებს უსურვებს მომდევნო ტურნირებზე.