სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0280.JPG

ხარაგაულში ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში მუნიციპალური კონფერენცია ჩატარდა

კონფერენციის გახსნას ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი, ეროვნული სასწავლო გეგმების განვითარების კოორდინატორი,  თამარ ჯაყელი, ზოგადი განათლების რეფორმის მხარდამჭერი ექსპერტთა ჯგუფი, და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კონფერენცია სოფელ კიცხის ახლად აშენებულ საჯარო სკოლაში გაიმართა.

ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი:

,,მინდა მოგესალმოთ და წარმატებები გისურვოთ. მადლობა რომ ხარაგაულს ჰყავს პედაგოგთა  გამორჩეული და განსაკუთრებული შემადგენლობა, ამაზე მიუთითებს ის წარმატებული ახალგაზრდები, რომლებიც თქვენ აღზარდეთ.

ჩვენ, ხელისუფლების წარმომადგენლები მზად ვართ მაქსიმალურად გემსახუროთ თქვენ. ჩვენი მიზანია,  თითოეულ მასწავლებელს და ბავშვს შევუქმნათ სწავლისთვის და განვითარებისთვის  შესაბამისი პირობები.

მიგულეთ თქვენს გვერდით, მადლობა იმ შრომისთვის, რომელსაც დიდი სიყვარულით ეწევით.“

კონფერენციაზე მასწავლებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ  გამოცდილება გაეზიარებინათ ერთმანეთისთვის და  მიღწეულ შედეგებზე და არსებულ გამოწვევებზე ესაუბრათ.

ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, მარინა ვეფხვაძე:

,,ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში ძალიან ბევრი სიახლე იგეგმება, ეს სასწავლო პროგრამები  მოსწავლის საუკეთესო მომავალზე არის გათვლილი. მადლობა ჩვენ პედაგოგებს იმ ინტერესისთვის და ჩართულობისთვის, რაც მათ აქვთ იმ სიახლეების მიმართ, რაც  სამინისტროს მიერ სკოლებში ინერგება.“

ეროვნული სასწავლო გეგმის დანერვისა და განვითარების კოორდინატორი, ნათია კაციტაძე:

,,მასწავლებელთა რაიონული კონფერენცია განათლების და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით და რესურსცენტრის ორგანიზებით ტარდება. კონფერენცია ხელს უწყობს მასწავლებელთა საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას და იმ კომპლექსური დავალებების განხილვას და ანალიზსს, რის შედეგადაც მასწავლებლებმა განსაკუთრებულ წარმატებებს მიაღწიეს. კონფერენციაზე პედაგოგები განიხილავენ რა პრობლემები და გამოწვევები გამოიკვეთა ამ პერიოდის განმავლობაში და რისი დაძლევა შეიძლება სამომავლოდ.“

განათლების ექსპერტი, თამარ ჯაყელი:

,,მუნიციპალიტეტი , რესურსცენტრი , სამინისტრო , სკოლა - დღეს ყველა რგოლი ვართ გაერთიანებული. ვფიქრობ, ჩვენი მომავალი თაობისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია.მადლობა ყველა პედაგოგს ვინც რეფორმებში დიდი ენთუზიაზმით ჩაერთო მათი უზომოდ მადლიერი ვარ.“

მუნიციპალური კონფერენციაში, 13 საგნობრივი მიმართულებით,  ხარაგაულის საჯარო სკოლის 37 პედაგოგი იღებდა მონაწილეობას.

კონფერენციაზე ,,ლიდერობა - სასკოლო პროექტები“ წარმოადგინეს , მარელისის საჯარო სკოლის დირექტორმა, ვერა ოდიკაძემ, ხიდრის საჯარო სკოლის დირექტორმა , ეთერ პაპავამ და მეორე საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილემ, მადონა ულუმბეგაშვილმა.

კონფერენციის მონაწილეთა შორის, ექსპერტები  საუკეთესო გამოცდილების მქონე პედაგოგებს შეარჩევენ, რომლებიც თბილისში მასწავლებელთა რესპუბლიკურ კონფერენციაში მიიღებენ მონაწილეობას.

 

ნანახია: 1574 - ჯერ