სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/_84.jpg

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტზე მუშაობა დაიწყეს

მთავარი ფინანსური დოკუმენტის შედგენისათვის მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა, შესაბამისი კომისიის წევრებთან პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ხარაგაულის მერიის მომავალი წლის ბიუჯეტის ძირითადი პრიორიტეტები კვლავ ინფრასტრუქტურა, სოციალური და ჯანდაცვის სფერო, განათლება და კულტურა იქნება.

მერის პირველი მოადგილის, ვარლამ ჭიპაშვილის განმარტებით, შეხვედრის მთავარი მიზანი ბიუჯეტი სწორი და ეფექტური დაგეგმვაა, რომელიც მოსახლეობის ინტერესებზე უნდა იყოს მორგებული.

„ვმუშაობთ მუნიციპალურ პროგრამებზე, რომელიც ხალხის ინტერესებზე იქნება მორგებული. ვფიქრობთ, ახალი იდეებისა და ინიციატივების განხორციელებას. ჩვენი მთავარი მიზანი, საბიუჯეტო სახსრების ეფექტური განკარგვაა.

საბიუჯეტო პროცესი უკვე იწყება, რომელიც საბიუჯეტო კალენდრის მიხედვით, ყველა წესის დაცვით წარიმართება"-განმარტავს მერის პირველი მოადგილე.

ნანახია: 445 - ჯერ