დილიდან, სოციალურად დაუცველი პირების დასაქმების პროგრამის ბენეფიციარები, ხარაგაულის კეთილმოწყობისა და დასუფთავების გაერთიანების თანამშრომლებთან ერთად, ხარაგაულის ქუჩებს და სკვერებს ასუფთავებენ.
დასაქმების პროგრამაში ჩართული პირები , ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში არიან გადანაწილებულები. გაერთიანების, დირექტორის, ზაზა კაციტაძის ინფორმაციით, სოფლებში სოციალურად დაუცველი პირების დასაქმება დადებითად აისახა გაერთიანების საქმიანობაზე.
გზის პირების მოვლა - დასუფთავება , სასაფლაოს, არხების და სპონტანური ნაგავსაყრელების გაწმენდა - ასეთი სახის საზოგადოებრივ სამუშაოებს, პროგრამის ბენეფიციარები, სოფლებში ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებენ.
შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი სამუშაო ისეთ ვაკანტურ ადგილზე დასაქმებას გულისხმობს, რომლის შესრულება ნებისმიერი კვალიფიკაციის მქონე პირს შეუძლია. ️
პროგრამაში ჩართვა არ განაპირობებს სოციალური დახმარების შეწყვეტას. შესაბამისად, მოსარგებლის ოჯახს დახმარება 4 წლის განმავლობაში შეუნარჩუნდება. ამასთან, პროგრამაში ჩართული ადამიანები დამატებით 300 ლარს იღებენ.