სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0186.JPG

მუნიციპალიტეტის მერმა  ხარაგაულის ცენტრალური პარკის რეაბილიტაციის პროცესი დაათვალიერა

პარკში ამ ეტაპზე შიდა კომუნიკაციების გამართვა მიმდინარეობს. სამუშაოების გაცნობის შემდეგ , ხარაგაულის მერმა, კომენტარი გააკეთა:

,,შესასრულებელი სამუშაოები მოცულობით ბევრია. ვთვლი, რომ მეტი ადამიანური რესურსია საჭირო, რათა პროექტი იმ მოთხოვნების შესაბამისად, რომელიც ხელშეკრულებითაა გათვალისწინებული, დროულად დასრულდეს.“

ხარაგაულის მერმა, მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებს, შინ მოუსვლელთა მემორიალზე, როგორც ცალკე ლოკაციაზე, სამუშაოების პარალელურ რეჟიმში დაწყება შესთავაზა.

 ,,ეს ადგილი, რაც სწრაფად დასრულდება და გალამაზდება მით უფრო კარგი იქნება ხარაგაულელებისათვის, მითუმეტეს ბავშვებისთვის და ახალგაზრდებისთვის”- ამბობს ხარაგაულის მერი.

კობა ლურსმანაშვილი სამუშაოებს მერის მოადგილე, დავით დევდარიანთან და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, დავით კიკნაძესთან ერთად გაეცნო.

 პროექტი პარკის სრული რეაბილიტაციას ითვალისიწინებს.

კერძოდ:  აშენდება ვიზიტორთა ცენტრი, ღია კაფე, ასევე დამონტაჟდება რამდენიმე საბავშვო ატრაქციონი, სპორტული ტრენაჟორები, მოიკირწყლება სასეირნო ბილიკები; აღდგება შადრევანი; დაირგვება დამატებითი ხეები და ბუჩქები; დაიდგმება საპარკე სკამები, სანაგვე ურნები, ლამპიონები; პარკის მთელ პერიმეტრზე მოეწყობა ახალი ღობე, საზოგადოებრივი საპირფარეშო და საკანალიზაციო სისტემა ქალაქის არსებულ ქსელს მიუერთდება.

 პროექტი საპილოტე რეგიონების განვითარების ინტეგრირებული პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა და მისი ღირებულება მილიონ 460 ათას 942 ლარია.

სამუშაოებს შპს ,,არბა” ასრულებს.

 

ნანახია: 494 - ჯერ