სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/298718856_429756662525154_7339500164816105851_n_1.jpg

ვარლამ ჭიპაშვილმა საკრებულოს წევრებს საბიუჯეტო ცვლილება წარუდგინა

დღეს გამართულ საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე, მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა  დეპუტატებს  დასამტკიცებლად საბიუჯეტო ცვლილება წარუდგინა.

 მერის პირველი მოადგილის ინფორმაციით, რეგიონული განვითარების ფონდიდან, ხარაგაულს დამატებით 2 150 000 ლარი გამოეყო, აღნიშნული თანხით მუნიციპალიტეტში თერთმეტი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება.

 ვარლამ ჭიპაშვილის ინფორმაციით, პროექტებზე ტენდერი უკვე გამოცხადდა, რათა მშენებელი კომპანიები დროულად გამოვლინდნენ და  სამუშაოები  წლის ბოლომდე დასრულდეს.

ადგილობრივი ბიუჯეტიდან ოთხ პროექტზე  თანადაფინანსების სახით 500 000 ლარი გაიცემა.

 ეს_პროექტებია:

  1. სოფელ მაქათუბანში საუბნო გზის რეაბილიტაცია – 180 000 ლარი;
  2. სოფელ ვანში გზის რეაბილიტაცია (ჩხაკოურის უბანი) – 137 000 ლარი;
  3. წყალაფორეთში საუბნო გზის რეაბილიტაცია - 46 000 ლარი;
  4. სოფელ დეისის გზის რეაბილიტაცია- 137 000 ლარი.

  სოფლებში გზების შეკეთებისათვის ბიუჯეტში  -70 919 ლარი აისახა, წყლის სისტემის რეაბილიტაციისათვის კი- 17 000 ლარი.  საბიუჯეტო ცვლილების მიხედვით იგეგმება ხარაგაულის N2 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია, რომელზეც 45 000 ლარია გათვალისწინებული.

  8 000 ლარი გადაეცემა სათნოების სახლს კუთვნილი ფართის გარემონტებისათვის.

  10 000 ლარს მოსწავლე- ახალგაზრდობის სახლი გაზიფიცირებისა და მეტალო-პლასმასის ფანჯრების ჩასასმელად მიიღებს. 

 დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანება ელექტროენერგიისა და საწვავის ხარჯს – 37 500 ლარით შეივსებს.

  საბოლოო ჯამში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი, შემოსავლების ნაწილში   21 756 831 ლარით განისაზღვრა, გადასახდელების ნაწილში კი- 25 179 579 ლარით.

 

 

ნანახია: 465 - ჯერ