ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის თეატრალურმა დასმა ხარაგაულელ მაყურებლისთვის სპექტაკლი ,,მაცეკვე ტანგო“ განმეორებით ითამაშა.
სპექტაკლს მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი, ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსი დოსითეოსი ( ბოგვერაძე) და დეკანოზი თომა (ლაცაბიძე) ესწრებოდნენ.
სპექტაკლის რეჟისორი ირინე ჩხეიძე გახლავთ.
მონაწილეობენ: ირინე ჩხეიძე, ბათუ კიკნაძე, ვასიკო კიკნაძე, ნიკოლოზ მაჭავარიანი, ლია ჭიპაშვილი, გიორგი მაქაძე.
სპექტაკლი იმერეთის თეატრალურ ფესტივალზე ორ ნომინაციაში დაჯილდოვდა.