23 აგვისტოს 13:00 საათზე, ხარაგაულის კინოთეატრში იურიდიული დახმარების საკონსულტაციო ცენტრის პრეზენტაცია გაიმართება.
შეხვედრაზე იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი, რაჟდენ კუპრაშვილი დამსწრე საზოგადოებას, სამსახურის სერვისებსა და მიმდინარე პროექტებს გააცნობს.
საკონსულტაციო ცენტრი ხარაგაულის მერიის პირველ სართულზე განთავსდება .
სადაც მოქალაქეები სამართლებრივ საკითხებზე კვალიფიციური რჩევის მიღებას შეძლებენ.
მოქალაქეებს ასევე გაეწევათ იურიდიული დახმარება . სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალწარმოების დროს.
მოწყვლადი ბენეფიციარებისთვის, #უფასო სამართლებრივ დახმარებას სახელმწიფო მთლიანად უზრუნველყოფს.
საქართველოს მასშტაბით, იურიდიული დახმარების სამსახური 13 ბიუროსა და 34 საკონსულტაციო ცენტრის სახით არის წარმოდგენილი.
ხარაგაულის იურიდიული დახმარების საკონსულტაციო ცენტრი რიგით 35-ე იქნება.
შეხვედრის დასასრულს, მოქალაქეებს შეეძლებათ იურისტებს სამართლებრივ საკითხებზე დაუსვან კითხვები და კვალიფიციური პასუხები მიიღონ.