ვარლამ ჭიპაშვილმა, სოფელ ვარძიაში რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით განხორციელებული პროექტი დაათვალიერა.
მერის პირველი მოადგილე, შესრულებულ სამუშაოებს ვარძია-წყალაფორეთი-ხიდარის მაჟორიტარ დეპუტატთან, შმაგი ხიჯაკაძესთან ერთად გაეცნო.
ხარაგაულის მერიის პრიორიტეტი
სოფელში გადასაადგილებლად რთული მონაკვეთების რეაბილიტაციაა.
ოკრიბელაშვილების უბანში, ბეტონის საფარი 1200 მეტრ მონაკვეთზე დაიგო.
პროექტის ღირებულება 228 ათას 888 ლარი.
️ სამუშაოებს შპს ,,სანდრო“ ასრულებს.